კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 12-18 ოქტომბერი
12-იდან 15 ოქტომბრის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. შეეცადეთ ამ პერიოდში კონფლიქტებში არ ჩაერიოთ, რადგან მთვარეს ახლა შეუძლია ნებისმიერი კონფლიქტი გააღვივოს და ბუზი სპილოდ აქციოს. მშვიდად იყავით მაშინაც კი, თუ გარშემომყოფები არასათანადოდ იქცევიან. მალე მიხვდებით, რომ სწორად მოიქეცით.
16 ოქტომბერს ახალი მთვარეა – დრო, როდესაც ყველაზე უშფოთველ ადამიანებსაც კი შეუძლიათ უცებ გაფიცხება. გაითვალისწინეთ ეს, ნუ განაწყენდებით და შეეცადეთ თავი შეიკავოთ. რა გაეწყობა – ასეთი დღეა!
17-18 ოქტომბერი უკვე მზარდი მთვარის პერიოდია. თუ სამსახურის შეცვლა გსურთ, უმჯობესია ეს ახლა გააკეთოთ. პროცესი უმტკივნეულო იქნება, მეტიც, დიდი შანსია, რომ ეს ცვლილებები მხოლოდ უკეთესობისკენ იყოს მიმართული.
მშვიდი პერიოდი გელოდებათ. ეს არის დასვენებისა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დრო. არავითარ შემთხვევაში არავის დაუპირისპირდეთ, პირიქით – შერიგდით და მშვიდობა დაამყარეთ! კარგი იქნება, თუ ახლა მეტ დროს დაუთმობთ თქვენს ჰობის. არ შეგეშინდეთ ფულის დახარჯვის: უკან დაგიბრუნდებათ.
სასიკეთო დღეები: 16, 17.
არასასიკეთო დღე: 13.
კურო
რაც არ უნდა მოხდეს ახლა თქვენს ცხოვრებაში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გარეგნულად მშვიდად იყავით და გამარჯვებული დარჩებით. სამსახურში გადაუჭრელი საკითხები გექნებათ, რომელთა დასრულებაც რეკომენდებულია კვირის ბოლომდე. შაბათ-კვირას კარგად დაისვენეთ.
სასიკეთო დღეები: 15, 16.
არასასიკეთო დღე: 14.
ტყუპი
თუ გინდათ საქმე კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთეთ! სახლში მოთმინებით აღიჭურვეთ, რათა ახლობლებთან სერიოზული ჩხუბი არ მოგივიდეთ. უმჯობესია მატერიალური პრობლემები არ დააგროვოთ. სესხის აღება გჭირდებათ? ბანკს მიმართეთ.
სასიკეთო დღეები: 12, 16.
არასასიკეთო დღე: 15.
დროს ყველაფრისთვის გამონახავთ, რისი გაკეთებაც გსურდათ. ყველაზე არარეალური გეგმების განხორციელებასაც კი შეძლებთ. 17 ოქტომბერს შეგიძლიათ ელოდოთ მოულოდნელ ცვლილებებს უკეთესობისკენ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს ყველაფერში, საკუთარი გარეგნობის ჩათვლით. იყავით მოწოდების სიმაღლეზე!
სასიკეთო დღეები: 14, 15.
არასასიკეთო დღე: 12.
მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი ნიჭი! ეს ის დროა, როდესაც შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობები აჩვენოთ. კოლეგებთან ურთიერთობისას თავი შეიკავეთ: შესაძლოა შემცვლელს გიმზადებენ. შეეცადეთ უფრო დამთმობი იყოთ თქვენი საყვარელი ადამიანის გვერდით, დაიცხრეთ სიამაყე. ეს თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს.
სასიკეთო დღეები: 13, 16.
არასასიკეთო დღე: 15.
ახლა შეგიძლიათ სხვადასხვა სფეროში მოსინჯოთ ძალები. ამ პერიოდში სამსახურის შეცვლა ხელსაყრელია. თუ რაღაც არ გამოვა, იხელმძღვანელეთ ლოზუნგით: „რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობისკენაა მიმართული“. ამ კვირაში უმჯობესია თვითმფრინავით მოგზაურობაზე უარი თქვათ, იმგზავრეთ სახმელეთო ტრანსპორტით.
სასიკეთო დღეები: 15, 17.
არასასიკეთო დღე: 13.
ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ აღმოჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში. რეაგირება მოახდინეთ იუმორით, რომ ღირსეულად გამოიყურებოდეთ. მოსალოდნელია ფულადი ბონუსები ხელფასის დანამატის ან პრემიის სახით, მაგრამ მაშინვე ნუ დახარჯავთ ფულს იმპულსურ შენაძენებზე, პერსპექტივას გადახედეთ.
სასიკეთო დღეები: 16, 17.
არასასიკეთო დღე: 14.
მორიელი
ნუ დააჩქარებთ მოვლენებს და თავადაც ნუ იჩქარებთ! საგულდაგულოდ შეამოწმეთ ყველა დოკუმენტი, რომელსაც შეავსებთ. 18 რიცხვი ხელსაყრელია სასიყვარულო შეხვედრებისთვის. სიტყვები, რომლებსაც ამ დღეს თქვენი რჩეული გეტყვით, წმინდა წყლის სიმართლე იქნება.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 12.
მშვილდოსანი
არ თქვათ ის, რაშიც დარწმუნებული არ ხართ. თქვენი სიტყვები შეიძლება მომავალში თქვენ წინააღმდეგ გამოიყენონ. თქვენი გეგმები ჯერჯერობით საიდუმლოდ შეინახეთ. შეეცადეთ სახლში არ გამოიკეტოთ: შეგიძლიათ სადმე გაემგზავროთ სრულფასოვანი განტვირთვისთვის ან შაბათ-კვირა თქვენთვის უჩვეულო და საინტერესო გარემოში გაატაროთ.
სასიკეთო დღეები:12, 18.
არასასიკეთო დღე: 14.
სამსახურში, ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავის წარმოჩენის შანსი გექნებათ. იყავით ყველაფერში მოწინავე: ეს იმოქმედებს თქვენს ფულად ჯილდოზე. უფრო თავდაჯერებული იყავით! აი, სახლში კი პირიქითაა: კონფლიქტებისა და ჩხუბის თავიდან ასაცილებლად ახლა ღირს, უფრო რბილი იყოთ და დათმობაზე წახვიდეთ – დაგიფასდებათ.
სასიკეთო დღეები: 14, 15.
არასასიკეთო დღე: 12.
მომავალ რჩეულთან შეხვედრა ბედისგან, დიდი ალბათობით, სწორედ ამ პერიოდში გელოდებათ. ნუ იფიქრებთ ვინმეზე, რომ მასთან არაფერი გამოგივათ! არაჩვეულებრივი განწყობა გექნებათ – გამოიყენეთ თქვენი ამგვარი შემართება რთული საკითხების გადასაჭრელად. ფრთხილად იყავით „მოლიპულ“ გზაზე: აუცილებლად დაიზღვიეთ თავი.
სასიკეთო დღეები: 15, 17.
არასასიკეთო დღე: 13.
ეს კვირა იოლი არ იქნება, მაგრამ მომავალში მას აუცილებლად გაიხსენებთ, როგორც ფასდაუდებელ გამოცდილებას. სასიამოვნო მოვლენები 17 ოქტომბრიდან დაიწყება. ახლობელ ადამიანებთან შეხვედრების ინიციატორი თავად იყავით, სამსახურში კი ნაკლები ილაპარაკეთ.
სასიკეთო დღეები: 15, 18.
არასასიკეთო დღე: 16.
თამთა გურული
კომენტარები