საზოგადოება

„კანონიერი ქურდების“ შვილების კანონიერი პროფესიები – სტილისტი, პოეტი, მომღერალი

ე.წ. „კანონიერი ქურდების“ შვილები დღეს მეტ-ნაკლებად კანონიერად ცხოვრობენ. როგორც ისინი საჯარო საუბრისას ამბობენ, მამები ყველანაირად ცდილობდნენ ქურდული სამყაროსგან მათ გარიდებას. მცდელობამ გაამართლა. ცნობილი ქურდების შთამომავლებს შორის არიან პოეტები, სტილისტები, მომღერლები…

გოგა ხაჯი, სტილისტი

მის ოჯახში 3 ქურდი ცხოვრობდა – მამა, ბიძა და ბიძაშვილი. რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ცნობილი ქურდების, ხაჯიშვილების გარემოცვაში გაზრდილი ბიჭი დღეს ბათუმში ყველაზე ცნობილი სტილისტია.

„1989 წელს საცხოვრებლად რუსეთში გადავედით. ბავშვობაში ვმღეროდი, ეს მამას სურვილიც იყო. თამამად შეიძლება ვთქვა, რომ სახლში საქმის გარჩევა არ მომისმენია. თუ რამე ხდებოდა, სახლიდან მიშვებდა, რამეზე მაგზავნიდა. ამ სამყაროში მამას ჩემი მოხვედრა არ უნდოდა. თითქმის, 10 წლის მანძილზე ჩემს ოჯახში ბევრი მკვლელობა ხდებოდა.

ბავშვობაში ერთ-ერთ ცნობილ სტუდიაში ვმღეროდი. მემსახურებოდა მძღოლი. არ ვცხოვრობდით „ფეშენებელურად“, თუმცა არც გვიჭირდა. ორი სახლი გვქონდა. მამა რომ ცუდად გახდა, საქართველოში დავბრუნდით. ჩავაბარე იურიდიულზე. მამა 2002 წელს ღვიძლის ცეროზით გარდაიცვალა. ამის შემდეგ, დედამ რუსეთში სახლი გაყიდა.

ირგვლივ ყველამ იცოდა, რომ კარგი ხედვა მქონდა, რუსეთშიც ხშირად ვეხმარებოდი გოგონებს სამოსისა და ვარცხნილობის არჩევაში. დღეს სტილისტი ვარ“, – თქვა გოგა ხაჯიმ გადაცემა „ნანუკას შოუში“ სტუმრობისას.

კოკა კობალაძე, პოეტი

ალექსანდრე კობალაძის, ზედმეტსახელად „სიუს“ შვილი თინეიჯერებში ისეთივე პოპულარობით სარგებლობს, როგორც 90-იანებში თავად „სიუ“, თუმცა კოკა ამას რადიკალურად სხვა გზით ახერხებს. მან გოგონების გულის მოგება ლექსებით შეძლო.

ქეთა თოფურია, მომღერალი

ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ქეთას მამა, ანდრო თოფურია „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ატარებდა. ის 2010 წელს რუსეთის ერთ-ერთ ციხეში გარდაიცვალა.

digest.pia.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close