საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საყურადღებო ინფორმაცია საბერძნეთში თავშესაფრის მაძიებლებისთვის

საბერძნეთის მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამოქმედდა ციფრული პორტალი თავშესაფრის მოწმობის, ე. წ. ასილოს გადავადებისათვის ვიზიტის თაობაზე. გთავაზობთ განცხადებას სრულად ქართულ ენაზე:

ამოქმედდა ციფრული პორტალი, რომლის მეშვეობითაც თავშესაფრის მაძიებლები მიიღებენ ინფორმაციას საერთაშორისო დაცვის მაძიებლის მოწმობების გადავადებისათვის დანიშნული ვიზიტის შესახებ. მოწმობების გადავადება მოხდება მხოლოდ წინასწარ დანიშნული ვიზიტის შედეგად.

თავშესაფრის მაძიებლებმა უნდა ჩაწერონ თავიანთისაქმის ნომერი შემდეგ ბმულზე https://apps.migration.gov.gr/applicant-card-rv/search  და დაუყოვნებლივ მიიღებენ ინფორმაციას, თუ რომელ საათზე, რომელ დღეს და რომელ დაწესებულებაში უნდა მივიდნენ ოჯახთან ერთად განახლებული მოწმობების ასაღებად.

როგორც უკვე გამოცხადებულია, საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობების ვადები გახანგრძლივებულია პირადი საქმის ნომრის ბოლო ციფრის მიხედვით. განახლებული მოწმობების ასაღებად მაძიებლებმა ჯერ უნდა შეიტყონ ზემოთ მითითებულ ბმულზე დანიშნული ვიზიტის შესახებ და შემდეგ, შესაბამისად, მივიდნენ თავშესაფრის სამსახურის ოფისში. კონკრეტულად:

1. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „1“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 6 ნოემბრამდე.

2. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „2“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 13 ნოემბრამდე.

3. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „3“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 20 ნოემბრამდე.

4. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „4“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 27 ნოემბრამდე.

5. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „5“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 4 დეკემბრამდე.

6. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „6“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 11 დეკემბრამდე.

7. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „7“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 18 დეკემბრამდე.

8. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „8“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2020 წლის 29 დეკემბრამდე.

9. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „9“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2021 წლის 7 იანვრამდე.

10. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობებს, რომელთა შესაბამისი თავშესაფრის საქმის ნომრის ბოლო ციფრია „0“, გაუხანგრძლივდებათ მოქმედების ვადა 2021 წლის 14 იანვრამდე.

11. საერთაშორისო დაცვის მაძიებლების მოწმობები, რომელთა მოქმედების ვადის გახანგრძლივებისათვის ლესბოსის რეგიონული თავშესაფრის სამსახურია უფლებამოსილი, გახანგრძლივდება 2021წლის 14 იანვრამდე.

გიორგი ჯანელიძე

თქვენი საქმის ნომერი ჩაწერეთ ამ ლინკზე გადასვლის შემდეგ გახსნილ თავისუფალ გრაფაში და მიიღებთ ინფორმაციას, რომელ დღეს, რომელ საათზე და რომელ დაწესებულებაში უნდა მიხვიდეთ განახლებული მოწმობების ასაღებად.: https://apps.migration.gov.gr/applicant-card-rv/search

https://migration.gov.gr

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close