fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

დონალდ ტრამპი – ღმერთის წყალობა იყო, რომ დავინფიცირდი

ვფიქრობ, ღმერთის წყალობა იყო, რომ დავინფიცირდი, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ თავს შესანიშნავად გრძნობს და ეს ექსპერიმენტული წამლის – Regeneron-ის დამსახურებაა.

„მე დავინფიცირდი და გავიგე ამ წამლის შესახებ. სურვილი გამოვთქვი, მიმეღო. ეს ჩემი მოთხოვნა იყო და ამ პრეპარატმა შესანიშნავად იმუშავა. ვფიქრობ, რომ არ დავინფიცირებულიყავი, ჩვენ ამ წამალს ისე შევხედავდით, როგორც ათობით სხვა მედიკამენტს, მაგრამ ის მართლა ფანტასტიკურად მუშაობს. მინდა, რომ თქვენც მიიღოთ ის. თქვენთვის ის უფასო იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოდან გავრცელებულ მიმართვაში.

აქვე, აშშ-ის ლიდერმა ეპიდემიის გავრცელებაში ჩინეთი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ჩინეთს ძვირი დაუჯდება, რაც აშშ-ს და მთელ მსოფლიოს გაუკეთა.

„ეს რომ მოხდა, თქვენი ბრალი არ არის. ეს ჩინეთის ბრალია და ჩინეთს ის, რაც ჩვენს ქვეყანასა და მთელ მსოფლიოს გაუკეთა, ძვირი დაუჯდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close