fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტები

სირაქლემამ ოჯახი დაანგრია და ზებრებთან გადასახლდა

დიდ ბრიტანეთში, უილტშირის საფარი პარკის ერთ-ერთი ბინადარი სირაქლემა, სახელად ბლიუ, ზებრების ჯოგს შეუერთდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფრინველმა უარი თქვა თავის პარტნიორთან ერთად შთამომავლობაზე ეზრუნა და ამის ნაცვლად 12 ზებრისგან შემდგარ ჯოგთან თამაშობს და დარბის. ასეთი საქციელით ბლიუმ პარკის ბინადრების გამრავლების სქემა საფრთხის ქვეშ დააყენა, რის გამოც მას საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწევს, მის მოვალეობებს კი სხვა სირაქლემა შეასრულებს, რომელიც მამობრივ მოვალეობას მეტი პასუხისმგებლობით მიუდგება.

საფარი-პარკში ამბობენ, რომ ბლიუს იდენტურობის კრიზისი დაემართა და, უბრალოდ, უნდა, რომ ზებრა იყოს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close