საზოგადოებასაქართველო

მაშველებმა ხელვაჩაურში სტიქიის შედეგად გაუჩინარებული ორი ადამიანის გვამი იპოვეს

ცოტა ხნის წინ მაშველებმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჯოჭოში 16-საათიანი სამძებრო სამუშაობის შედეგად იპოვეს ჩამოწოლილი მეწყრის ქვეშ მოყოლილი ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანის გვამი აღმოჩნდა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ეძებენ კიდევ 4 ადამიანს: მდინარე მეჯინისწყალში – მსუბუქი ავტომანქანის მძღოლს, მაშველებმა მდინარიდან წუხელვე ამოტანეს ავტომობილი, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა; სოფელ ქვედა ჯოჭოში კი, სადაც მეწყერმა სახლი მოიყოლა – 3 ადამიანს, რომლებიც, დაზუსტებული ინფორმაციით, სახლში იმყოფებოდნენ. გზების დანგრევის გამო გართულებული იყო სტიქიის ზონამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა.

აჭარის რეგიონის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფები გაიგზავნა იმერეთიდან, სამეგრელოდან და თბილისიდან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ორასამდე მეწყრული კერა გააქტიურებული.

radiotavisufleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close