fbpx
ქართველები უცხოეთშიnews

ქართველმა ახალგაზრდამ ვარშავაში პოლონელი მოზარდი თავდასხმისგან იხსნა

ვარშავის პოლიციის უფროსმა ნუკრი დავითაშვილს მადლობა გადაუხადა

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქალაქის პოლიციის უფროსმა პაველ დობროჯეიმ მადლობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქე ნუკრი დავითაშვილს, რომელმაც ბოროტმომქედებს პოლონელი მოზარდის ძარცვის საშუალება არ მისცა და პოლიციის თანამშრომლებს მათ დაკავებაში დაეხმარა. 

ინფორმაციას ამის შესახებ პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი თავის ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.

„ეს ახალგაზრდა ქართველი ნუკრი დავითაშვილია, რომელმაც უპრეცედენტო სიმამაცე გამოავლინა და ახალგაზრდა კაცი ქუჩაში აგრესიული თავდამსხმელებისგან იხსნა. დღეს, პოლიციის უფროსთან ერთად, მადლობას ვუხდით მას ასეთი გაბედული მოქალაქეობრივი საქციელისთვის“, – წერს საქართველოს ელჩი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close