მსოფლიოსაზოგადოება

ყარაბაღში დაჭრილ ორსულს შვილი ეყოლა – ბიჭუნას დედამ მონტე დაარქვა

არცახში (მთიანი ყარაბაღი) ორსულ ქალს, ანა გალსტიანს, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 27 სექტემბერს დაიჭრა, ბიჭუნა შეეძინა. ამის შესახებ სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

მანამდე მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენმა არტაკ ბეგლარიანმა განაცხადა, რომ ორსული ქალი სერიოზულად დაშავდა აზერბაიჯანის მხრიდან დასახლებული პუნქტების დაცხრილვის გამო. მისი თქმით, ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით, ქალიც გადარჩა და ბავშვიც უვნებელი დაიბადა.

სომხეთის ტელევიზიის პირველი არხის ინფორმაციით, ახალშობილ ბიჭს დედამ მონტე დაარქვა. „თქვენი პატარა კარგად არის. თუ გინდათ, ვიდეო გადავუღებთ და ჩანაწერს გამოგიგზავნით“, – უთხრა ექიმმა ბებიასა და მონტეს ძმებს.

ბიჭუნას დედა, ანა გალსტიანი ამბობს, რომ გზაში, მანქანაში დაშავდა. მისი თქმით, მოხარულია, რომ მარტო თავად დაიჭრა, მისი შვილები კი უვნებლები დარჩნენ. „მანქანაში ბავშვები იყვნენ, მოულოდნელად რაღაც აფეთქდა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მადლობა ღმერთს, მხოლოდ მე დავშავდი, ბავშვებს არაფერი მოუვიდათ, მე წინ ვიჯექი“, – ამბობს ანა.

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება მე-4 დღეა გრძელდება. მხარეები იუწყებიან, რომ დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close