fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

ევროკავშირმა „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხას 4 ქვეყანა დაუმატა

ევროკავშირმა, ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხას 4 ქვეყანა დაუმატა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრის მონაცემების მიხედვით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100 000 ადამიანზე  ინფიცირების დაახლოებით 120 ახალი შემთხვევა მოდიოდა.

გამოცემის მიხედვით, „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა ნიდერლანდები, ისლანდია, დანია და უნგრეთი.

გუშინ, ბოლო 24 საათის განმავლობაში ნიდერლანდებში კორონავირუსით ინფიცირების 2921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და, შესაბამისად, ქვეყანამ დამატებითი შეზღუდვები დააწესა, მათ შორის, ყველა სახის რესტორანი და ბარი საღამოს 10 საათზე იხურება.

ისლანდიის შემთხვევაში, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა 80 შეადგინა. როგორც ევროპის დაავადებათა პრევენციის და კონტროლის ცენტრი აღნიშნავს, ეს რიცხვი თავისთავად არც თუ ისე მაღალია, მაგრამ თუ ისლანდიის მოსახლოების სიმცირეს გავითავლისწინებთ, უკვე საგანგაშოდ ითვლება.

რაც შეეხება დანიას და უნგრეთს, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა, შესაბამისად,  ბოლო 24 საათის განმავლობაში 435 და 851 შეადგინა.

„წითელი ზონის“ ქვეყნების სრული ჩამონათვლი კი ასე გამოიყურება:

•ესპანეთი
•ჩეხეთი
•საფრანგეთი
•ლუქსემბურგი
•ბელგია
•ნიდერლანდები
•ისლანდია
•დანია
•უნგრეთი.

bm.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close