fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ათენი: პოლიციამ არასრულწლოვანთა ბანდა დააკავა, რომელიც ქალაქის ცენტრში მოქმედებდა

დაკავებულთა უმეტესობა უცხოეთის მოქალაქეა

ათენის უსაფრთხოების სამმართველოს მიერ ლიკვიდირებულია ბანდა, რომლის წევრები, ძირითადად, არასრულწლოვნები არიან. ბანდა მოქალაქეებს ათენის ცენტრში ძარცვავდა. დაკავებულია 26 ადამიანი, მათ შორის, 22 უცხოელი და 4 ბერძენი; 26 დაკავებულიდან 21 არასრულწლოვანია. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება. 

პოლიციის წინასწარი მონაცემებით, ბანდის წევრები, ძირითადად, სინდაღმის მოედანზე, ლაუს მოედანზე (სახალხო მოედანი, Πλατεία Λαού), ფისიოზე და დედაქალაქის სხვა ცენტრალურ და ტურისტულ რაიონებში მოქმედებდნენ.

თავიდან დამნაშავეები ჯგუფებად გროვდებოდნენ და პოტენციურ მსხვერპლთ ეძებდნენ, უმეტეს შემთხვევაში არასრულწლოვნებს ირჩევდნენ. შემდეგ მათ ძალადობით და უკიდურესი სისასტიკით მობილურ ტელეფონებს, ფულს და სხვა კუთვნილ ნივთებს სძალავდნენ. ბანდის დანარჩენი წევრები „ყარაულობდნენ“, ამოწმებდნენ, იყვნენ თუ არა სიახლოვეს პოლიციის თანამშრომლები, რათა დაპატიმრება აეცილებინათ თავიდან.

ამ დროისთვის დადგენილია მინიმუმ 8 ძარცვა ერთი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, დადასტურდა ბანდის ორი დაკავებული წევრის მონაწილეობა ნარკოტიკების გასაღებაში.

დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და დააკავეს პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად, რომელიც სინდაღმისა და ლაუს მოედნებზე ჩატარდა ათენის უსაფრთხოების სამმართველოს ხელმძღვანელობით აკროპოლისის უსაფრთხოების დეპარტამენტისა და დანაშაულების გამოვლენისა და აღკვეთის ჯგუფების მონაწილეობით.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 21 მობილური ტელეფონი, ცივი იარაღი (დანა), ნაღდი ფული და 22 გრამამდე კანაბისი (მარიხუანა).

ყველა დაკავებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close