აბრეშუმი იდეალური მასალაა პირბადეებისთვის – ახალი კვლევა
კორონავირუსისგან თავდასაცავად ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას დამცავი ნიღბების ტარება წარმოადგენს. ქირურგიული ნიღბები და რესპირატორი N95 დამცველობის საკმაოდ მაღალი დონით გამორჩევა, თუმცა ისინი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის, თანაც აღნიშნული ნიღბები, პირველ რიგში, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალს ესაჭიროება. ასეთი დეფიციტის დროს ნიღბების სახლში დამზადება ხდება საჭირო.
ცინცინატის (აშშ, ოჰაიო) უნივერსიტეტის მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ დამცავი პირბადეები აბრეშუმისგან დავამზადოთ. ის მოსახერხებელია, არ ართულებს სუნთქვას და ტენსაც კარგად ატარებს. მეცნიერების მოსაზრებით, აბრეშუმს აქვს ბუნებრივი ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რესპირატორული ინფექციების გავრცელების შეფერხებას.
ასევე ცნობილია, რომ სპილენძსაც ქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება, აბრეშუმი კი სპილენძს შეიცავს. ცნობილია, რომ აბრეშუმის ჭია თუთის ფოთლებით იკვებება, რომელიც სწორედ ამ ელემენტს შეიცავს. ეფექტიანობის თვალსაზრისით, აბრეშუმის პირბადეები შეიძლება ქირურგიულს შევადაროთ.
ტესტებმა აჩვენა, რომ აბრეშუმის პირბადეები, ბამბის ან სინთეტიკის პირბადებთან შედარებით, უკეთეს ბარიერს ქმნის კოვიდ-19-ის ვირუსის ნაწილაკების შემცველი მიკროწვეთებისათვის.
ბამბა და პოლიესტერი ტენს იჭერს და იწოვს, როგორც ღრუბელი, აბრეშუმი კი სწრაფად შრება. მეცნიერები რესპირატორებთან ერთად აბრეშუმის ნიღბების გამოყენებას გვირჩევენ. ეს დამატებითი დამცავი ფენა იქნება, რომლის გარეცხვაც შესაძლებელია, რითაც რესპირატორების გამოყენებას გავახანგრძლივებთ.
progressnews.press
კომენტარები