კრიმინალირას არ გაიგებ/ფაქტებისაბერძნეთი

უპრეცედენტო ქურდობა საბერძნეთში: 73 და 82 წლის ქალებმა 100 ათასი ევროს ღირებულების სამკაულები მოიპარეს

უპრეცედენტო ქურდობა მოხდა საბერძნეთის კუნძულ კარპატოსზე, სადაც გასულ სამშაბათს, დღისით 65 წლის ქალმა ადგილობრივ პოლიციას მიმართა ჩივილით, რომ მისი ძვირფასეულობის ყუთი გაუჩინარდა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ქალის თქმით, 100 ათას ევროზე მეტი ღირებულების ძვირფასეულობას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო, ზარდახშაში ინახავდა საკუთარ საძინებელში. პოლიცია ქალის სახოვრებელ სახლში მივიდა და დამნაშავეები ცხელ კვალზე იპოვა – ისინი დაზარალებულის უფროსი დები აღმოჩნდნენ, ერთი – 73, ხოლო მეორე – 82 წლის.

პოლიციის თანამშრომლებმა ძვირფასეულობის ყუთი 73 წლის დის სახლში აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, მეორე, 82 წლის დაც მისი თანამზრახველი იყო. ქალები დააპატიმრეს. მათი თქმით, სამკაულები არ მოუპარავთ, არამედ წაიღეს მემკვიდრეობითი დავის გამო, რომელიც ამ ძვირფასეულობის ირგვლივ ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

პოლიციამ კი მათი არგუმენტი არ გაითვალისწინა, საქმე ქურდობის მუხლით აღიძრა და ორი ასაკოვანი ქალის საქმე როდოსის პირველი ინსტანციის სასამართლოს პროკურატურას გადაეცა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close