კინო/ფილმები

სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ „დასაწყისს“ მთავარი პრიზი და კიდევ 3 ჯილდო გადაეცა

სან სებასტიანის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (SSIFF, სან სებასტიანი, ბასკ. დონოსტია, ბასკთა ქვეყანა, ესპანეთი) ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ მთავარი ჯილდოს – „ოქროს ნიჟარის“ მფლობელი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობითვე, ფილმი „დასაწყისი“ კინოფესტივალზე კიდევ სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა.

კერძოდ, ფილმისთვის „დასაწყისი“ დაჯილდოვდნენ:

დეა კულუმბეგაშვილი – საუკეთესო რეჟისორი;
ია სუხიტაშვილი – საუკეთესო მსახიობი ქალი;
დეა კულუმბეგაშვილი და რატი ონელი – საუკეთესო სცენარი.

„აღსანიშნავია, რომ სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – „ოქროს ნიჟარა“ საუკეთესო ფილმისთვის ასევე წილად ხვდა დეა კულუმბეგაშვილის ფილმს „დასაწყისი“.

ვულოცავთ ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს ამ დიდ გამარჯვებას!“ – აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

„დასაწყისის“ გამარჯვების შესახებ სან სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ფილმი „დასაწყისი“ რამდენიმე თვის წინ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში მოხვდა. კორონავირუსის პანდემიის გამო წელს კინოფესტივალი ტრადიციული ფორმით არ ჩატარდა, ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები კი მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე გადანაწილდნენ.

„დასაწყისის“ ჩრდილოამერიკული პრემიერა რამდენიმე დღის წინ გაიმართა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო გადაეცა.

ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფება დაესხმება თავს. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება მას შემდეგ, რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close