fbpx
საზოგადოება

შატილის ტრაგედიისას გადარჩენილები ავარიის მომენტს ვერ იხსენებენ

შატილის ავარიაში დაშავებულმა ერთ-ერთმა გადარჩენილმა პაციენტმა კლინიკა 26 სექტემბერს დატოვა. საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმების თქმით, გადარჩენილ 3 პაციენტს აქვს ამნეზია და საბედისწერო დღის შესახებ ინფორმაცია არ ახსოვთ.

„ჩემი მეხსიერება წყდება იმ მომენტში, როდესაც თაფლის საყიდლად გავჩერდით, მეტი არაფერი მახსოვს. ვიხსენებ, რომ ქარი იყო და ბევრი ვიწვალეთ ფოტოების გადასაღებად. ასევე ვიხსენებ, რომ ვერ ვისადილეთ და ამიტომ გვინდოდა ქვემოთ ჩამოვსულიყავით“, – აღნიშნა შატილის ტრაგედიისას ერთ-ერთმა გადარჩენილმა ნატალია თხელიძემ.

ნატალიას მსგავსად, შემთხვევიდან 10 დღის შემდეგ მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს საბედისწერო შემთხვევისას კიდევ 2 დაზარალებული, რომლებიც გადარჩნენ.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, პაციენტებს დანარჩენ მგზავრებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ, მათ არ იციან, რომ ერთ მათგანს და მეორეს მეგობარი, მესამეს კი თანამშრომლები დაეღუპათ.

როგორც თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი ამბობს, ასეთ შედეგს მოკლე პერიოდში ნამდვილად არ ელოდნენ.

ინფორმაციისთვის, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი 80 მეტრი სიმაღლიდან 23 აგვისტოს გადავარდა. ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

pia.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close