მსოფლიოსაზოგადოება

ბომბზე შეტყობინების გამო ეიფელის კოშკიდან ვიზიტორების ევაკუაცია განხორციელდა (ვიდეო)

პარიზში ეიფელის კოშკიდან დმთვალიერებლების სრული ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა პოლიციამ სატელეფონო ზარით მიიღო შეტყობინება, რომ კოშკში ბომბი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ BFMTV იუწყება.

ანონიმური ზარი სამართალდამცავმა ორგანოებმა  დღეს, 23 სექტემბერს შუადღისას მიიღეს (თბილისის დროით დაახლოებით დღის 2 საათზე). ტელეარხის წყაროს ინფორმაციით, უცნობმა პიროვნებამ თქვა, რომ კოშკში ბომბი იყო დამონტაჟებული და მისი აფეთქებით დაიმუქრა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა გაატარეს.

კოშკის ტერიტორია და ახლოდებარე უბნები პოლიციამ ალყაში მოაქცია და ტრანსპორტის მოძრაობისთვის გადაკეტა. პოლიციის თანამშრომლები შემოწმებას ახორციელებენ.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close