fbpx
იტალიასაზოგადოება

ლუჩანო პავაროტის 50 წლის ქვრივი დაქორწინდა

ლუჩანო პავაროტის ქვრივი, 50 წლის ნიკოლეტა მანტოვანი დაქორწინდა. მისი რჩეული 52 წლის ფინანსისტი ალბერტო ტინარელია, რომელიც ნიკოლეტამ 9 თვის წინათ გაიცნო.

შეყვარებულებმა ჯვარი ბოლონიაში დაიწერეს, Sant Antonio da Padova Basilic-ში. ქორწილის ცერემონიამ უახლოესი მეგობრების წრეში ჩაიარა. ჯვრისწერას ლუჩანოსა და ნიკოლეტას ქალიშვილი, 17 წლის ალიჩეც ესწრებოდა, პაპასა და ბებიასთან ერთად.

ლუჩანომ და ნიკოლეტამ ერთმანეთი 90-იან წლებში გაიცნეს, როდესაც მანტოვანი 23 წლის იყო. ნიკოლეტა პავაროტის ფონდში მივიდა სამუშაოდ. მომღერალს იგი მალე შეუყვარდა, ხშირად მიდიოდა ფონდში და ყოველთვის ნახულობდა დროს ახალგაზრდა მომხიბვლელ მდივანთან სასაუბროდ, თუმცა ნიკოლეტა მასში მხოლოდ დიდ მომღერალს და შესანიშნავ ადამიანს ხედავდა და რესტორანსა თუ გამოფენებზე მიპატიჟებებზე თავაზიან უარს ეუბნებოდა… იმ  დროისთვის 58 წლის ლუჩანო პავაროტის უკვე ჰყავდა ცოლი. ყველაფერი მოულოდნელად შეიცვალა 1993 წელს, როდესაც ნიკოლეტამ ისევ თავზიანად უთხრა უარი ლუჩანოს ნიუ-იორკში მასთან ერთად გამგზავრებაზე, მომღერალმა მაშინ მას მხოლოდ აეროპორტში გაყოლა და გაცილება სთხოვა. იქ უკვე პავაროტი ფრთხილად მოეხვია გოგონას და ჰკითხა, ხომ არ გადაიფიქრებდა… სწორედ მაშინ მიხვდა ნიკოლეტა, რომ ლუჩანო შეუყვარდა და გაჰყვა…  ნიკოლეტა და ლუჩანო ოფიციალურად 2003 წელს დაქორწინდნენ და 4 წელი ცხოვრობდნენ ქორწინებაში ერთად. მათ საერთო ქალიშვილს, ალიჩეს ტყუპისცალი ძმაც უნდა ჰყოლოდა, თუმცა ბიჭუნა უსიცოცხლო მოევლინა ქვეყანას.

ლუჩანო და ნიკოლეტა ქალიშვილთან ერთად

ლუჩანო პავაროტი 2007 წელს გარდაიცვალა თავის სახლში, მოდენაში, 71 წლის ასაკში. პავაროტის კუჭქვეშა ჯირკვლის (პანკრეასი) კიბო ჰქონდა.

სულ რაღაც ერთი წლის წინ  ნიკოლეტას არ სჯეროდა, რომ ოდესმე კიდევ დაქორწინდებოდა: „სიცოცხლეში ერთი დიდი სიყვარული სრულიად  საკმარისია“, – თქვა მან Daily Mail-თან ინტერვიუში, თუმცა ფინანსისტ  ალბერტო ტინარელისთან ნაცნობობამ მის ცხოვრებაში  ბევრი რამ შეცვალა. მათ შორის თავიდანვე მოხდა „ქიმია“, კარანტინის პერიოდი წყვილმა ერთად გაატარა. „ეს ერთი ნახვით სიყვარულია. ჩვენ ისეთი ბედნიერები ვართ. ჩვენი დაქორწინების მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ უსაზღვრო სურვილია“, – თქვა ნიკოლეტამ ინტერვიუში ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე.

ნიკოლეტა მანტოვანი ლუჩანო პავაროტის პოსტერთან
ნიკოლეტა მანტოვანი და ალბერტო ტინარელი
ალიჩე პაპასა და ბებიასთან, ჯანი და ჯანა მანტოვანებთან ერთად

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close