მოგზაურობასაზოგადოება

ლიეტუვასა და ლატვიაში საქართველოდან ჩასულ მოქალაქეებს იზოლაციაში ყოფნა მოუწევთ

საქართველოდან ლიეტუვასა და ლატვიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს თვითიზოლაციაში ყოფნა მოუწევთ. აქამდე საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში უპირობოდ, შეზღუდვის გარეშე შედიოდნენ. ახალი წესები კი ხვალიდან, 21 სექტემბრიდან ორივე ქვეყანაში ამოქმედდება.

ლიეტუვის შემთხვევაში თვითიზიოლაციის პერიოდი 14 დღე იქნება, ლატვიის შემთხვევაში კი – 10.

ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოდან ჩასული პირები ვალდებულნი იქნებიან, საზღვარზე წარადგინონ 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარეული ტესტის უარყოფითი პასუხი.

„ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ლიეტუვაში საქართველოს საელჩო განმარატავს, რომ ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე პერიოდულად ანახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

საქართველოში ბოლო 10 დღეა კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-ს სცდება. საქართველოში ვირუსი ბოლო 10 დღეში 1 500-ზე მეტ პირს დაუდგინდა.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close