მსოფლიოში აღიარებულმა მომღერალმა ლედი გაგამ ახალი კლიპი გადაიღო, რომელშიც ჩანს პოსტერი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის გამოსახულებით.
„911“ – ასე ეწოდება მომღერლის ახალ სიმღერას. კლიპის რეჟისორმა თავისი ნამუშევარი სერგო ფარაჯანოვის მიერ1968 წელს გადაღებული გენიალური ფილმის, „ბროწეულის ფერი“ (თავდაპირველი სახელწოდება – „საიათ-ნოვა“) მოტივებზე შექმნა. ფედერიკო ფელინიმ, ჟან-ლიუკ გოდარმა და მიქელანჯელო ანტონიონიმ ფარაჯანოვის ფილმი კინოს შედევრად აღიარეს. ფილმში სოფიკო ჭიაურელი 6 როლს თამაშობს (მათ შორის, მამაკაცის).
Youtube-ზე 14 საათის წინ განთავსებულ კლიპს ამ დროისთვის (19 სექტემბერი, 2020, 10:00 სთ, თბილისის დროით) 5 მლნ 376 ათასზე მეტი ნახვა აქვს.
კომენტარები