მსოფლიოnewsკრიმინალი

ანდერს ბრეივიკი გეგმავს, ნორვეგიის შესაბამის უწყებას შეწყალების თხოვნით მიმართოს

ანდერს ბრეივიკი გეგმავს, ნორვეგიის შესაბამის უწყებას შეწყალების თხოვნით მიმართოს. 77 ადამიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ნორვეგიელი ანდერს ბრეივიკი შეწყალებაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას 2021 წლის ივლისში, მისი პატიმრობის ვადის პირველი 10 წლის გასვლის შემდეგ შეძლებს.

ინფორმაციას „როიტერი“ ბრეივიკის ადვოკატზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრეივიკის ადვოკატის თქმით, შეწყალების მოთხოვნა ყველა პატიმარს შეუძლია და ეს ბრეივიკის უფლებაა.

ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში აფეთქება განახორციელა და კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა. თავდასხმის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, საქართველოს ერთი მოქალაქე, სტუდენტი გოგონა. სასამართლომ ნორვეგიელ ნაციონალისტ ანდერს ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

1tv.ge

p. s. 2018 წლის თებერვალში ანდერს ბრეივიკმა ციხის ადმინისტრაციას მონანიების წერილი მისწერა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close