იტალიაკრიმინალი

ციხიდან მესამედ გაქცეული იტალიელი რეციდივისტი მკვლელი დააკავეს (ვიდეო)

იტალიელი სერიული მკვლელი, 63 წლის ჯუზეპე მასტინი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ციხიდან გაიქცა (უკვე მესამედ), პოლიციამ ცხვრის ბაკში იპოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ANSA ავრცელებს.

მასთან ერთად დააკავეს სახლის მეპატრონე, 51 წლის ლორენცო პანეი დამნაშავის დამალვისა და დანაშაულის ხელშეწყობისთვის.

63 წლის ჯუზეპე ანდრეა მასტინი, იგივე „ბოშა ჯონი“ (ჯონი ლო ზინგარო, Johnny lo zingaro), რომელსაც 1989 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, კუნძულ სარდინიაზე, სასარიში, მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა სასჯელს 2017 წლიდან.

„მასტინიმ ბოროტად ისარგებლა ციხიდან ერთი დღით გათავისუფლების უფლებით, იგი შუადღისას უნდა დაბრუნებულიყო თავის საკანში, თუმცა არ დაბრუნდა“, – აცხადებენ პოლიციაში.

მასტინი სასჯელს იხდიდა 1970-1980-იან წლებში რომში ჩადენილი რამდენიმე მკვლელობის, ადამიანების გატაცებისა და ქურდობისთვის. მისი სახელი ფიგურირებდა, აგრეთვე, ცნობილი იტალიელი რეჟისორის, პიერ პაოლო პაზოლინის იდუმალი მკვლელობის გამოძიებისას, რომელიც 1975 წლის 2 ნოემბერს მოხდა რომთან ახლოს მდებარე ზღვისპირა ქალაქ ოსტიაში. იგი ამ მკვლელობასთან კავშირს ყოველთვის უარყოფდა და პოლიციამ დღემდე ვერ დაადგინა მისი ბრალი.

პირველად ჯონი ლო ზინგარო ციხიდან 1987 წელს გაიქცა. მან მაშინაც ერთდღიანი გათავისუფლების უფლება გამოიყენა და უკან არ დაბრუნდა. იგი პოლიციამ მხოლოდ 2-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ამ დროის განმავლობაში მასტინიმ მაღაზია დააყაჩაღა, ერთი პოლიციელი მოკლა, მეორე დაჭრა და მძევლად აიყვანა ახალგაზრდა ქალი სილვია ლეონარდი. მეორედ ის კუნეოს პროვინციაში, ფოსანოში მდებარე გამოსასწორებელი კოლონიიდან გაიქცა 2017 წლის 30 ივნისს, კვლავ დროებითი გათავისუფლების დროს.

გაქცეულ პატიმარს, რომელიც ციხიდან ერთი დღით გაუშვეს, არა მარტო სარდინიასა და იტალიის მთელ ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო დონეზე ეძებდნენ იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც სარდინიას პირდაპირ უკავშირდება აეროპორტებისა და პორტების მეშვეობით, თუმცა შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ დამნაშავე ჯერ კიდევ კუნძულზე იმყოფებოდა და მის დატოვებას გეგმავდა. გუშინ ჩატარებული ოპერაციის შედეგად იგი სასარის ეპარქიის ერთ-ერთისაოჯახო სახლში დააკავეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close