კრიმინალი

ვინ არის ზუგდიდელი მამაკაცი, რომელმაც თურქეთში მეუღლე დანით დაჩეხა

მამაკაცი, რომელმაც თურქეთის ქალაქ სტამბოლში 32 წლის მეუღლე დანით დაჩეხა, ზუგდიდელი ირაკლი შურღაიაა. 

ოჯახის ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ხშირად იყო და შვილების გამო ქალი ყველაფერს იტანდა.

„ბოლო სამი წელია თურქეთში ცხოვრობს. იქ მუშაობდა და ოჯახს არჩენდა. საქართველოში დაშორდნენ, ქმარმა იმდენი ქნა მაინც შეურიგდა და მასთან იყო. პარასკევს საღამოს ველაპარაკეთ, მერე კონტაქტზე არ გამოვიდა. იქ მცხოვრებ ქართველებს დავურეკეთ. პოლიციამ კარები შეამტვრია ბინის და ჩემი დის ცხედარი ძირს ეგდო, დანით ქონია დაზიანებები მიღენებული სახის არეში“, – განაცხადა მოკლული თამთა ჯანჯღავას დამ.

ქალის ქმარი, ირაკლი შურღაია ჯერჯერობით დაკავებული არ არის. გარდაცვლილს ორი შვილი და მამა დარჩა ძველ სენაკში.
თამთა ჯანჯღავას ოჯახი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს, რათა უმოკლეს დროში მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება საქართველოში.

 

primetime.ge

p. s. სოციალურ ქსელში თამთა ჯანჯღავა ხშირად წერდა და აზიარებდა ფრაზებს, რომლებიც შესაძლოა მეუღლის მხრიდან ძალადობას უკავშირდებოდეს:

„დაიბადე, ითმინე, ითმინე, ითმინე, ითმინე და მოკვდი“.

„ყველა მაშინ იწყებს შენზე ზრუნვას, როცა ძალიან გვიანია“.

ამ და მსგავს ფრაზებს ვკითხლობთ თამთა ჯანჯღავას ფეისბუქგვერდზე.

32 წლის თამთა ჯანჯღავას ცხედარი თურქეთის ქალაქ სტამბულში, ჩაკეტილ სახლში იპოვეს.

მას სახესა და სხეულის სხვა ადგილებში დანით მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიღებული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close