რას არ გაიგებ/ფაქტებიკრიმინალი

რატომ დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ხელის მტევანი მოიჭრა

სლოვენიის სასამართლომ ქალს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უზარმაზარი სადაზღვევო თანხის მიღების მიზნით ხელის მტევნის განზრახ მოჭრის გამო.

22 წლის იულია ადლესიჩი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც წრიული ხერხით ხის ტოტებს ჭრიდა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე გოგონამ და მისმა მეგობარმა მამაკაცმა ხუთი სადაზღვევო პოლისი გააფორმეს, რომლითაც დაახლოებით ერთი მილიონი ევროს მიღებას იმედოვნებდნენ.

გოგონასთან ერთად სასამართლომ თაღლითური სქემის განხორციელებაში დამნაშავედ მისი მეგობარიც ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გოგონამ ხელის მოჭრა მეგობარ მამაკაცს სთხოვა, რის შემდეგაც საავადმყოფოში მივიდა და განაცხადა, რომ ხელი უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. პოლიციამ მის საცხოვრებელ სახლში მისი მოჭრილი ხელი აღმოაჩინა.

აღსანიშნავია, რომ ექიმებმა მას ხელის მტევანი მიაკერეს და ხელი აღუდგინეს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close