fbpx
პოლიტიკაქართველები უცხოეთშიnews

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა

ემიგრანტებს უკვე შეუძლიათ აღრიცხვაზე დადგომა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიაში საქართველოს საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს.

საკონსულო 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიწყებს საქართველოს მოქალაქეთა მომსახურებას, რომლებიც იტალიის შემდეგ რეგიონებში ცხოვრობენ: აპულია (იტ. პულია), ბაზილიკატა, რეჯო კალაბრია, სიცილია.

საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გენერალური საკონსულო შეზღუდული საკონსულო ფუნქციებით დაიწყებს მუშაობას, კერძოდ, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სამართლებრივი კონსულტაციები და, ასევე, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე.

საელჩო ემიგრანტებს შეახსენებს, რომ 2020 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქე უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე, შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 სექტემბრიდან შესაძლებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალურ საკონსულოში შემდეგი ვებგვერდის საშუალებით: https://www.geoconsul.gov.ge/​

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, ასევე, პირადი ვიზიტისა და საფოსტო გზავნილის მეშვეობითაც.

საკონსულო აღრიცხვა არის უფასო და არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, რაც ნიშნავს, რომ არალეგალურად მყოფ ქართველებს აღრიცხვაზე დადგომით არანაირი პრობლემა არ შეექმნებათ, მთავარია, ჰქონდეთ პასპორტი ან პირადობის მოწმობა, რომლებიც ძალაშია.

ქ. ბარიში გენერალური საკონსულოს სრული ფუნქციებით ამუშავების თარიღს საელჩო უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.

ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს მისამართია: Via Vito Nicola de Nicolò, 48 – Bari 70121

Tel.: +393386164952

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close