fbpx
კრიმინალისაქართველო

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმე შესაძლოა ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულების საქმე შესაძლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ. ამის შესახებ დღევანდელი წინასასამართლო სხდომის შემდეგ ადვოკატებმა ჟურნალისტებთან განაცხადეს.

„მოსამართლემ შესვენების შემდეგ განუმარტა ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა არჩევის უფლების შესახებ, რომელსაც გაგზავნის პენიტენციურ სისტემაში. ჩამოყალიბდებიან ბრალდებულები და შემდეგ გაგაცნობთ პოზიციას“, – განაცხადა ერთ-ერთი ბრალდებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ.

საქმის პროკურორ დავით ყაზარაშვილის განცხადებით, პროკურატურას დადებითი პოზიცია აქვს, ზოგადად, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიმართ.

„ამ შემთხვევაში ეს ბრალდებულების გადასაწყვეტია. თითოეული ბრალდებული თავად გადაწყვეტს, მისი საქმე უნდა განიხილოს მოსამართლემ, თუ ნაფიცმა მსაჯულებმა“, – განაცხადა პროკურორმა.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ხუთი პირია ბრალდებული, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close