საზოგადოებასაქართველო

გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის ასაღებად იუსტიციის სახლში ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა საჭირო აღარ არის

მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით, გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობის გაცემა იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გარდაცვალების რეგისტრაციის მოწმობის აღება იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაძლებელია ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.

„მომხმარებელი მომსახურების სივრცეში მხოლოდ პირბადით, თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ, ბაშვებისა და თანმხლები პირების გარეშე დაიშვება.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირის გარდაცვალების რეგისტრაციის შესახებ მოწმობა უწყებამ ერთხელ უკვე გასცა და მისი მიღება მომხმარებელს განმეორებით სურს, აუცილებელია ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა პორტალზე my.gov.ge“, – აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close