მსოფლიოსაზოგადოება

ავსტრიის კანცლერის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო

ავსტრიის კანცლერის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. ეს განცხადება სებასტიან კურცმა ავსტრიულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

„რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, ეს მეორე ტალღის დასაწყისია. ინფიცირებულთა რიცხვი ძალიან სწრაფად იზრდება. ორი კვირის წინ აღვრიცხავდით 350 ინფიცირებულს დღეში, გუშინ კი ვირუსი 850 ადამიანს დაუდასტურდა“, – განაცხადა კურცმა.

ყველაზე რთული ვითარებაა ვენაში, ახალი შემთხვევების 50 პროცენტი სწორედ ავსტრიის დედაქალაქში გამოვლინდა.

კურცმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ნორმალურ ცხოვრებას მომავალ ზაფხულს დაუბრუნდება.

„წინ კი მძიმე შემოდგომა და ზამთარი გველის“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close