fbpx
მოგზაურობა

საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა საქართველოში პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა

საქართველოში რეგულარულ საერთაშორისო ფრენაზე შეზღუდვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერზე გამოქვეყნებულ ნოტამშია (საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება) ნათქვამი.

„საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით (31.10.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);

პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA)“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვის ბოლო ვადად 2020 წლის 30 სექტემბერი სახელდებოდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close