მოგზაურობასაქართველო

სექტემბერში ვარშავის მიმართულებით თბილისიდან 2 ავიარეისი შესრულდება

პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines 12 და 26 სექტემბერს თბილისი-ვარშავის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შეასრულებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 12 სექტემბერი, თბილისი – ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10);

• 26 სექტემბერი, თბილისი – ვარშავა (გაფრენა 04:25, ჩაფრენა 06:10).

ნებართვა აღნიშნული ფრენების შესრულებაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკვე გასცა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოდან/საქართველოს მიმართულებით 24 რეგულარული სამგზავრო და ორმოცამდე ჩარტერული სამგზავრო რეისი შესრულდება.

მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია Lufthansa აგრძელებს, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია AirFrance ასრულებს, ხოლო რიგასა და თბილისს შორის სამგზავრო რეგულარულ ავიარეისებს, ასევე კვირაში ორი სიხშირით, AirBaltic-ი ახორციელებს. ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებას განაგრძობს Georgian Airways-ი. ავიაკომპანია ფრენებს ამსტერდამის, ვენის, პარიზის და ბერლინის მიმართულებით შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ასევე დააკმაყოფილა სხვადასხვა უცხოური ავიაკომპანიის განაცხადი ცალკეული კომერციული ჩარტერული რეისების შესრულებაზე, რომლებიც საქართველოდან პირდაპირი თუ ტრანზიტული მიმართულებებით მგზავრების გაყვანაზეა ორიენტირებული. ჩარტერული ფრენები ამ ეტაპზე დანიშნულია სტამბოლის, დოჰას, ათენის, ვარშავის, კიევის და მინსკის მიმართულებებით.

დადასტურებული რეგულარული და ჩარტერული რეისების განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://www.gcaa.ge/geo/tbilisiout.php

ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, სააგენტო მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან.

სააგენტო მგზავრებს ურჩევს, მგზავრობის დაგეგმვის დროს ყურადღებით გადაამოწმონ ინფორმაცია ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ და მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით იხელმძღვანელონ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close