მსოფლიოსაზოგადოება

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი: ქვეყანაში კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ არის

ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილიას განცხადებით, ქვეყანაში კარანტინის გამოცხადება საჭირო არ არის. მინისტრის თქმით, ესპანეთში არსებული კოვიდსიტუაცია ვერ შეედრება პანდემიის პიკს, რომელიც მარტში დაფიქსირდა.

„ჩვენ ვხედავთ შემთხვევების ზრდას, თუმცა ვერ შევადარებთ იმ ვითარებას, რომელიც მარტში გვქონდა. ამჟამად ჯანდაცვის სისტემა გადატვირთული არ არის. კონკრეტული ზომები უნდა მივიღოთ, რასაც ვაკეთებთ კიდევაც“, – განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირების 488 513 შემთხვევაა დადასტურებული (მათგან 8959 – გასულ 24 საათში), 29 234 ადამიანი კი გარდაიცვალა (+40 გასულ ერთ დღეში).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close