ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

რამდენიმე საიდუმლო, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა მეგობარს გაუმხილა (ვიდეო)

მეგობარმა, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილი ყველაფერს უყვებოდა, „კურიერს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა. დეა კაპანაძე უახლოესი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კამერებთან პირველად გამოჩნდა. სწორედ დეა კაპანაძემ იცის ყველაზე მეტი, მათ შორის, დეტალები მეგობრის პირადი ცხოვრებიდან და რამდენიმე საიდუმლო, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა სწორედ მას გაუმხილა.

თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობა, პრობლემები, სამსახურიდან წასვლის მიზეზი – დეა კაპანაძემ ამ ყველაფერზე დღეს „რუსთავი2“-თან ისაუბრა.

მათი მეგობრობის ათვლა 2015 წლიდან იწყება. ხუთწლიანი ურთიერთობის განმავლობაში უახლოეს მეგობარს თამარ ბაჩალიაშვილი ახსოვს, როგორც მიზანდასახული და მშრომელი, თუმცა დეპრესიული ხასიათით.

კურეირთან“ საუბრის დროს თამარ ბაჩალიშვილის მეგობარი იხსენებს, რომ ახალგაზრდას პრობლემები ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან ჰქონდა. თამარს თავად აქვს მოყოლილი მეგობრისთვის, რომ მან რამდენჯერმე თვითმკვლელობა ცადა. საიდუმლო უახლოეს მეგობარს მან წლების შემდეგ გაუმხილა.

„3 თუ 2 წლის წინ იყო, აივანზე ვიჯექით და ძალიან ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გამიმხილა ასეთი რაღაც და თავი ვიგრძენი, რომ მართლა ახლო მეგობარი ვიყავი მისთვის, რომ მითხრა, აღარ ჩავეძიე, არ მინდოდა რომ გული მეტკინა და დამემძიმებინა, მითხრა რომ 2-ჯერ ჰქონდა სუიციდის მცდელობა,“, – აღნიშნა დეა კაპანაძემ.

სუიციდით დაემუქრა ოჯახსაც თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისამდე რამდენიმე დღით ადრე. როგორც მისი მეგობარი ჰყვება, ახალგაზრდამ საკუთარ დედ-მამას უთხრა, რომ ერთხელაც ისე გაუჩინარდებოდა, მის კვალს ვერავინ მიაგნებდა.

დეა კაპანაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხრიდან მისი მისამართით წამოსულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა.

დეა კაპანაძე “კურიერთან” ალაპარაკდა

სამსახურიდან წასვლის მიზეზი და სუიციდით მუქარა – დეა კაპანაძე, რომელსაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი პრობლემებს უმხელდა, “კურიერთან” ალაპარაკდა

ვრცლად – rustavi2.ge/ka/news/174499

Posted by Rustavi 2 on ხუთშაბათი, 03 სექტემბერი, 2020

დღეს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი გარდაცვლილის ოჯახთან ერთად გაეცნო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მოამზადა და რომელსაც 23 წლის გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული პროგრამისტის სიკვდილის მიზეზი უნდა დაედგინა. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნაში სიკვდილის მიზეზად მედიკამენტებით გამოწვეული ინტოქსიკაცია სახელდება, რაც ამყარებს გამოძიების ვერსიას, თვითმკვლელობის შედეგად გარდაცვალებას. ექსპერტიზის საბოლოო დასკვნაში იგივე ოთხი მედიკამენტია დასახელებული, რაც წინასწარი დასკვნის მიხედვით, თამარის სხეულში აღმოჩნდა: საძილე, მაღალი წნევის და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.

სამედიცინო ექსპერტიზის გარდა სამხარაულის ბიურომ ჩაატარა კვლევაც დნმ-ზე, რითაც უნდა დადგენილიყო, რომ ნაპოვნი ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, დნმ იდენტურია.

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა, იგი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. მოგვიანებით 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close