fbpx
ფსიქოლოგია

თუ ურთიერთობას მალავთ, უარი თქვით ამ ურთიერთობაზე

რეჯინა ბრეტი ამერიკელი მწერალია, პულიტცერის პრემიის ორგზის ლაურეატი. იგი ცნობილია თავისი სტატიებით ცხოვრებისეულ საკითხებზე და კარგად იცის, რაზე საუბრობს. თავისი ცხოვრების მანძილზე რეჯინამ ბევრი რამ გადაიტანა: 18 წელი მარტო ზრდიდა შვილს, 41 წლის ასაკში დაძლია ძუძუს სიმსივნე. ამ ყველაფრის მიუხედავად, შეძლო წარმატებისთვის მიეღწია, გაიკეთა შესანიშნავი კარიერა და მხოლოდ 45 წლის ასაკში შეხვდა ნამდვილ სიყვარულს.

იყო პერიოდი – 20 წლიდან თითქმის 40 წლამდე –  მის ცხოვრებაში მამაკაცები ერთმანეთს ცვლიდნენ. „სინამდვილეში ერთსა და იმავე მამკაცებს ვხვდებოდი, იცვლებოდა მხოლოდ მათი სახელები“, – ჰყვება რეჯინა.

„ამას მას მერე მივხვდი, რაც ერთ-ერთ მამაკაცთან ურთიერთობის შემდეგ ფსიქოლოგის დახმარება დამჭირდა. ერთი შეგეხედათ: იგი იყო ახალგაზრდა, სიმპათიური მამაკაცი, რომელიც სამსახურში მაკითხავდა და ჩემი გულის მოგებას 3 თვის მანძილზე ცდილობდა. სწორედ მაშინ, როდესაც ნდობა გამოვუცხადე და მზად ვიყავი შესახვედრად, მითხრა, რომ ვერ შეძლებდა დასვენების დღეებში ჩემთან შეხვედრას, რადგან ამ დღეებში საცოლე ჩამოსდიოდა ქალაქში.

ეს ჩემი ცხოვრების ისტორიაა. რატომ მეორდება ერთი და იგივე ისევ და ისევ? რატომ ხდება მსგავსი სიტუაციები ყოველთვის ჩემთან? იმავე საღამოს, როდესაც განვუცხადე, რომ მისი დანახვა არ მინდოდა, ვტიროდი, ვლოცულობდი და მივმართავდი სამყაროს:

„რატომ, რატომ ვიზიდავ ყოველთვის უღირს მამაკაცებს?“

„იმიტომ, რომ ღირსეულების გეშინია“, – გამცა სამყარომ პასუხი.

ფსიქოთერაპევტმა, რომელიც ჩემს ბნელ და ღრმა ჭრილობებს აშუშებდა, გამაცნო მამკაცებთან შეხვედრის 4 ძირითადი წესი.

ამ სიტყვების საწყის ასოებს წარმოადგენდა „STOP“.

მას უნდოდა, რომ ეს ოთხი რამ მუდმივად თავში მქონოდა:

პირველი – ყველაზე მთავარი:

საიდუმლო. გაუძლებს თუ არა თქვენი ურთიერთობები უცხო თვალს? თუ შეხვედრები საიდუმლოდ უნდა შეინახოთ, მსგავსი ურთიერთობები არაფერში გჭირდება.

ტრავმა. თუ ამ ურთიერთობას მოაქვს ტკივილი ან თავს რაღაცნაირად მაინც გრძნობთ დამცირებულად და კიდევ, ურთიერთობები ამცირებს თქვენს შვილებს – არაფერში გჭირდება მსგავსი ურთიერთოებები!

შეგრძნებები. მას იმიტომ ხვდებით, რომ მტკივნეულ შეგრძნებებს გაექცეთ? ეს თავის დასამშვიდებელი ურთიერთობებია? ამ ურთიერთობებს აფარებთ თავს? – მაშინ ის დროებითია, თქვენ გაურბიხართ და ემალებით პრობლემას.

სიცარიელე. ურთიერთობები, სადაც სიცარიელეა და სადაც ვერ გრძნობთ თქვენზე ზრუნვას და ერთგულებას, არაფერში გჭირდებათ!

საწყის ეტაპზე ეს შესანიშნავი რჩევა გამოდგა. დროთა განმავლობაში კი ურთიერთობების საკითხში საკუთარი სია შევადგინე:

თავი შორს დაიჭირე მიუწვდომელი მამაკაცისგან – რომელიც ცხოვრობს იქ, სადაც თქვენ არ ისურვებდით ცხოვრებას, არის ცოლიანი ან დანიშნული და ვისაც ურთიერთოებების გამხელის ეშინია იმიტომ, რომ პარალელურად სხვა გოგოებსაც შეხვდეს.

არავითარი საიდუმლოებები ურთიერთობებში – გადავწყვიტე ჩემთვის!

ჩემს მეგობარს წლობით ღალატობდა ქმარი. ეს არ იყო უბრალო რომანი, არამედ ცხოვრების სტილი. ყველაფერთან ერთად, მეგობარი ქმართან ერთად გადიოდა საოჯახო თერაპიას, ასე რომ ვთქვათ, „მუშაობდნენ ურთიერთობებზე“. ქმარი ოსტატურად თამაშობდა, თითქოს მისთვის ეს თერაპია მნიშვნელოვანი იყო და ერთხელაც არ წამოსცდენია სხვა ქალთან ურთიერთობაზე, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ცოლმა ფაქტზე გამოიჭირა და ეს იყო მათი ქორწინების დასასრული.

მეორე მაგალითი: ჩემი მეგობარი იმდენჯერ უბრუნდებოდა ცოლიან კაცს, რამდენჯერაც იგი ცოლთან გაშორებას და ცოლად მოყვანას დაჰპირდებოდა. ასე გრძელდებოდა წლები. ყოველთვის ვეუბნებოდი: „თუ გაჰყვები ისეთ კაცს, რომელიც ცოლს ღალატობს, შენ გახდები ისეთი კაცის ცოლი, რომელიც ცოლს ღალატობს“.

ანალოგიური წესები მუშაობს ძლიერი მამკაცებისთვის. თუ თქვენი შეყვარებული არ უყვება დას, დედას, დაქალებს … რომ ხვდებით და არის თქვენზე შეყვარებული – დაივიწყეთ ასეთი ურთიერთობები. ნუ გახდებით სხვისთვის სათადარიგო საიდუმლო აეროდრომი. თუ არ შეუძლია იყოს გულწრფელი და დუმილს ამჯობინებს თქვენს ურთიერთობებზე, შეეშვით. რა გსურს: ინტრიგა თუ ურთიერთობა?

უფრთხილდით, თუ ადამიანი დამოკიდებულია ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე, ლატარიაზე, სექსზე, სამსახურზე… – ესე იგი, ის მიუწვდომელია.

საშიშია შინაგანი მოთხოვნილება – ითამაშოთ გამრუდებული სულის მხსნელის როლი. თუ ყოველ ჯერზე ირჩევთ და გხვდებათ ტიპი, რომელსაც გადრჩენა და სიცოცხლისკენ შემობრუნება სჭირდება, ჰკითხეთ თავს – რატომ? თუ გგონიათ, რომ თქვენ ხართ მხსნელი და გამოასწორებთ, კარგად დაფიქრდით, რაზე მიდიხართ.

უმჯობესია იყოთ სასურველი და ხელსაყრელი კანდიდატურა (კაციც და ქალიც).  რაც გერგოთ განგებისგან, გამოიყენეთ 100%-ით.

ერთხელ მამკაცმა, რომელსაც ვხვდებოდი, გამომიცხადა, რომ მას ყველაფერი მოსწონს ჩემში, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც ვერ ღებულობს: თურმე ძალიან რელიგიური ვყოფილვარ. წარმოგიდგენიათ, ასეც ხდება! მას რა უნდოდა? მისი უფრო მეტად დამეჯერებინა, ვიდრე ღმერთის? რასაც ყველაზე მეტად ვაფასებდი და მომწონდა ჩემში, მას ამის ატანა და მიღება უჭირდა. მე ვერ ვიცხოვრებდი ისეთი ადამიანის გვერდით, რომელიც იძულებული იქნებოდა, ავეტანე. მინდოდა მამაკაცი, რომელიც დააფასებდა ჩემს ღირსებებს და პატივს სცემდა ღირებულებებს.

მოუყევით სამყაროს, რა გინდათ ცხოვრების თანამგზავრისგან, მაგრამ ეს ჯერ საკუთარ თავს აუხსენით. აღნიშნეთ ყველაფერი: სიმაღლე, წონა, შემოსავლები – შემდეგ დაივიწყეთ და აღარ გაიხსენოთ. განმარტოვდით თქვენი გულის მშვიდ კუთხეში, ჩადით მის სიღრმეებში და ჰკითხეთ თავს :„სინამდვილეში რა მინდა?“ შეადგინეთ სია. ბოლოში დაწერეთ: „ეს ან ამაზე უკეთესი“.  ამის მერე ეს ნაწერი დადეთ შორს, ჩადეთ სადმე ყუთში და დაივიწყეთ…

ნუ უყურებთ შეფუთვას. შეფუთვა რომელშიც საჩუქარია გახვეული, საერთოდ არ იძლევა წარმოდგენას იმაზე, თუ რა დევს შეგნით. ზოგჯერ ყველაზე კარგი საჩუქრები შეფუთვის გარეშე გეძლევათ. არ გაუშვათ ხელიდან კეთილი და სათუთი გულის ადამიანი დაკუნთული ტიპების ყურებაში, სათუთი და კეთილი გული უფრო გამძლეა, ვიდერე პრესი კუბიკებით. ჰკითხეთ ნებისმიერ ქალს 40 წლის ზემოთ.

იფიქრეთ თვითგანვითარებაზე და სრულყოფილებაზე. იარეთ პიროვნული განვითარების ტრენინგებზე.

გახადეთ ცხოვრება იმდენად კარგი, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდეს, გამოჩნდება თუ არა ვინმე მასში.

ხელიდან არ გაუშვათ ახალი მეგობრის შეძენის, ახალი ადამიანების გაცნობის ნებისმიერი შანსი. იმოგზაურეთ. იცხოვრეთ თქვენი ოცნების ცხოვრებით. როგორც კი შეწყვეტთ პეპლების დევნას, ის თავად დაეშვება თქვენს მხარზე.

იმის ნაცვლად, რომ ეძებოთ ის ერთადერთი და განუმეორებლი, გახდით ერთადერთი და განუმეორებელი საკუთარი თავისთვის.

დაიწყეთ და გაახარეთ საუკეთესოდ რაც გერგოთ ციდან, მიდით ნამდვილ „მე“-სთან, მიაგენით ჭეშმარიტს.

იყავით მიმზიდველი საკუთარი თავისთვის. ამ ქვეყნიერებაზე ყველას ჰყავს მეწყვილე, მაგრამ თუ სხვა ადამიანად გადაიქეცით, იმ ერთადერთმა შეიძლება ვერც შეგამჩნიოთ. შეიძლება, არ დაინტერესდეს თქვენით, რადგან ის ეძებს მას – ვინც საკუთარი თავის გულის კუნჭულში ჩათრგუნეთ და რომლადაც ყოფნა გადაიფიქრეთ“.

http://www.reginabrett.com

თარგმნა: თამარ კვარაცხელიამ

 zrda.wordpress.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close