სპორტი

ნეიმარს და PSG-ს კიდევ 2 წამყვან ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„პარი სენ ჟერმენმა“ დღეს ნაშუადღევს განაცხადა, რომ მის სამ წამყვან ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კლუბმა ტვიტერზე დაწერა. ინფორმაციას „ლე პარიზიენი“ ავრცელებს.

PSG-მ დაადასტურა, რომ კორონავირუსი დაუდგინდათ ნეიმარს, ლეანდრო პარედესს და ანხელ დი მარიას. სამივე ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იბიციდან, სადაც შვებულება გაატარა.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელები ჯანმრთელობის მოქმედი პროტოკოლის თანახმად გაივლიან პროცედურებს. მათ გართულებები არ აღენიშნებათ. კლუბის სხვა ფეხბურთელებისა და პერსონალის ტესტირება კი მომდევნო დღეებში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პირველი ლიგის ჩემპიონატი პანდემიის გამო ვადაზე ადრე დასრულდა და „პსჟ“ საფრანგეთის ჩემპიონად გამოცხადდა. გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდეც მივიდა, სადაც მიუნხენის „ბავარიასთან“ დამარცხდა ანგარიშით 0:1.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close