პოლიტიკასაბერძნეთი

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი – საბერძნეთის მცდელობა, გააფართოოს ტერიტორიული წყლები, სამხედრო კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფაატ ოქტაის თქმით, საბერძნეთის მცდელობა, გააფართოოს ტერიტორიული წყლები, სამხედრო კონფლიქტის მიზეზი შეიძლება, გახდეს. ამის შესახებ განცხადება ფაატ ოქტაიმ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„ანკარა ყველა ზომას მიმართავს ხმელთაშუა ზღვაში საკუთარი წყლების თითოეული კვადრატული სანტიმეტრის დასაცავად. ანკარა არ აღიარებს საბერძნეთის მცდელობას, გააფართოოს ტერიტორიული წყლები 12 საზღვაო მილით. ეს ნაბიჯი შეიძლება სამხედრო კონფლიქტის მიზეზი გახდეს“, – განაცხადა ოქტაიმ.

მისივე თქმით, თურქეთის პრეზიდენტი და ხალხი მზად არიან, საკუთარი ინტერესები ბოლომდე დაიცვან.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც ანკარამ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გეოლოგიური სამძებრო სამუშაოები წამოიწყო. საბერძნეთმა მომხდარს უკანონო უწოდა და დასახმარებლად ევროკავშირს მიმართა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close