ქართველები უცხოეთში

საბერძნეთში საქართველოს ელჩმა დავით დონდუამ სათვისტომო „საქართველოს“ დამფუძნებელს 80 წლის იუბილე მიულოცა

საქართველოს ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა 21-22 აგვისტოს ნავპლიოს ეწვია და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო თავის ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

ელჩმა არგოლიდელ ქართველთა სათვისტომო „საქართველოს“ დამფუძნებელს გიორგი გოგუას 80 წლის იუბილე მიულოცა და საელჩოს მადლობის სიგელი გადასცა ქართულ-ბერძნულ ურთიერთობებში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის.

გიორგი გოგუა უკვე ოთხი ათეული წელია მხარში უდგას საქართველოდან საბერძნეთში ჩამოსულ თანამემამულეებს და ბერძნულ საზოგადოებას ქართულ კულტურას აცნობს.

შეხვედრაზე ქართული დიასპორისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს და საელჩოსა და სათვისტომო „საქართველოს“ შორის თანამშრომლობის გეგმები დასახეს, აგრეთვე, განიხილეს დაძმობილებულ ქალაქებს – ნავპლიოსა და ფოთს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close