ათენი: დაკავებულმა იმიგრანტმა პოლიციელებს კორონავირუსი გადასდო
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის ცენტრის, ომონიის პოლიციის განყოფილების 6 თანამშრომელი და დაკავებულები 14-დღიან კარანტინში მოათავსეს, რადგან ექსარხიის განყოფილებიდან გადაყვანილ დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
ალბანელი ომონიის განყოფილებაში მას შემდეგ მოხვდა, რაც ექსარხიის განყოფილებაში დაშვებულზე მეტი დაკავებული მოგროვდა. მან დღეს დილით თავი შეუძლოდ იგრძნო და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. იქ მას კორონავირუს SARS-CoV-2-ზე ტესტი ჩაუტარდა, რომლის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა.
ანალოგიური შემთხვევა მოხდა ორი დღის წინათ წმინდა პანტელეიმონის უბნის პოლიციის განყოფილებაშიც, სადაც პოლიციელები სომალელი დაკავებულისგან დაავადდნენ.
კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა თესალონიკში, სადაც 50 პოლიციელი იმყოფება კარანტინში.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები