მსოფლიოსაზოგადოება

საფრანგეთში სამუშაოზე პირბადის ტარება სავალდებულო გახდება

პირველი სექტემბრიდან მთელ საფრანგეთში სავალდებულო ხდება ნიღბის ტარება სამსახურში, ყველა დახურულ დაწესებულებაში, სადაც ერთზე მეტი ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ lepoint.fr წერს.

პირბადე სავალდებულო არ იქნება იმ სამუშაო სივრცეში, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს.

ამგვარი გადაწყვეტილება ქვეყნის ხელისუფლებამ პროფკავშირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო, – ამის შესახებ საფრანგეთის შრომის მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა განაცხადა.

საფრანგეთში უკვე რამდენიმე დღეა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი გაიზარდა – გასულ 24 საათში კიდევ 2238 ინფიცირებული გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 221 267-ს მიაღწია; გარდაცვლილია 30 429 პაციენტი კოვიდ-19-ის დიაგნოზით, გამოჯანმრთელდა 84 065. ამ დროისთვის ვირუსის მატარებელია 106 773 ადამიანი, მათგან მძიმე პაციენტების რაოდენობა 384-ს აღწევს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close