ქართველები უცხოეთში

გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი ნინო 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

გენერალ გიორგი კვინიტაძის ქალიშვილი ნინო (ნანო) დ’აბო კვინიტაძე, 100 წლის ასაკში, საფრანგეთში, პარიზთან ახლოს, შატუში გარდაიცვალა.

გიორგი კვინიტაძის უმცროსი ქალიშვილი ნინო დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა 1920 წელს.

გენერალი გიორგი კვინიტაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების პირველი და ბოლო მთავარსარდალი, პირველი რესპუბლიკის ჯარს ხელმძღვანელობდა 1921 წელს რუსეთ-საქართველოს ომში. იგი 1921 წლის მარტში ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში მეუღლესა და სამ შვილთან ერთად. გენერალი კვინიტაძეც ღრმად მოხუცებული, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა 1970 წელს, პარიზის მახლობლად, შატუში.

გიორგი კვინიტაძე მეუღლსთან, მარიამ მაყაშვილთან ერთად

მისი შვილიშვილი და ნინოს ქალიშვილია ცნობილი მსახიობი მარიამ დ’აბო (დაიბადა 1960 წ. ჰამერსმიტში, ლონდონის გარეუბანში, იზრდებოდა პარიზსა და ჟენევაში). მისი პირველი გამორჩეული როლი იყო ბონდის გოგონას, კარა მილოვის როლი „ბონდიანას“ მე-15 ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“ (The Living Daylights, 1987 წ.).

მარიამ დ’აბო და ტიმოტი დალტონი ჯეიმს ბონდის სერიალის ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“, 1987 წ.
მარიამ დ’აბო და ტიმოტი დალტონი ჯეიმს ბონდის სერიალის ფილმში „ნაპერწკლები თვალებიდან“, 1987 წ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close