newsსაბერძნეთი

ძლიერი მიწისძვრა საბერძნეთში: ბიძგები ათენშიც იგრძნობოდა

დღეს, 17 აგვისტოს დილით საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა მოხდა საბერძნეთში, კუნძულ ჰიდრასთან ახლოს. მისი სიმძლავრე რიხტერის სკალით 5,2 მაგნიტუდა იყო. მიწისქვეშა ბიძგები ათენის რამდენიმე რაიონში და კუნძულ კრეტაზეც იგრძნობოდა.

ათენის ეროვნული ობსერვატორიის გეოდინამიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრა 10:27 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ზღვის მიდამოში მდებარეობდა, ჰიდრადან სამხრეთ-დასავლეთით, 53 კილომეტრის დაშორებით, ხოლო ათენიდან სამხრეთით – 119 კმ-ის დაშორებით. საბედნიეროდ, მიწისძვრის ფოკალური სიღრმე დიდი იყო, 90 კილომეტრი, და მას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close