იტალიასაზოგადოება
როგორ უმკლავდებიან რომის ზოოპარკში აგვისტოს ხვატს (ვიდეო)
იტალიის დედაქალაქის ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველებს ცხელი ზაფხულის გადატანაში ეხმარებიან. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.
კერძოდ, ზოოპარკის ბინადრებს გაყინულ ხილსა და ტკბილეულს აჭმევენ, რათა გაგრილდნენ და შვება იგრძნონ.
რომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო მეტეოგანგაშის მაქსიმალური დონე გამოაცხადა. ქალაქში მაღალი ტემპერატურა კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.
კომენტარები