fbpx
საზოგადოებასაქართველო

ილია ფილფანის გაუჩინარების ახალი ვერსია: „პოვნის იმედს მაინც არ ვკარგავთ“

სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს უკვე თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, თუმცა ილია ფილფანის კვალი არსად ჩანს. რამდენიმე დღის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოქალაქეებს პირად სატელეფონო ნომრებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა დაკარგული მოზარდის ფოტოსურათით.

ფილფანის ოჯახი შვილის პოვნის იმედს არ კარგავს. სამძებრო სამუშაოებში, ოჯახთან ერთად, ჩართულია ყველა სახელმწიფო უწყება და მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი.

ილია ფილფანის გაუჩინარების შესახებ „ფორტუნასთან“ სოფელ ლენჯერში მერიის წარმომადგენელმა ისაუბრა. მურთაზ გულედანი მოზარდის გაუჩინარების ორ ვერსიაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, 13 წლის მოზარდი მესტია-ჭალის მონაკვეთზე მდინარემ გაიტაცა, ხოლო მეორე ვერსიით, ბავშვი შესაძლოა, ტყეში დაიკარგა და რომელიმე მხეცის მსხვერპლი გახდა.

„თითქმის ერთი თვეა ბავშვს უწყვეტ რეჟიმში ვეძებთ. ყველა სახელმწიფო უწყება ჩართულია და მოხალისეთა ჯგუფებიც გვემატება. მოზარდის კვალი კი არ ჩანს არსად. ოჯახი იმედს არ კარგავს და აცხადებს, რომ გამოჩნდება.

ამ დროისათვის გაუჩინარების ყველა ვერსიას განვიხილავთ, მათ შორის, მდინარეში გადავარდნას და ტყეში დაკარგვის ვერსიას. ბოლო ერთი წელია სოფელში მხეცებს პირუტყვიც არ გაუტაცებიათ, არც ადამიანის შემთხვევა გვქონია, მაგრამ ბავშვი სად წავიდა, არ ვიცით. იქნებ ტყის მიმართულებით არის წასული და გზა აებნა.

რაც შეეხება მდინარეში გადავარდნის ვერსიას, სანაპირო პირადად მაქვს დათვალიერებული რამდენჯერმე და გარწმუნებთ, იქ იმდენი ციცაბო ადგილია, სადაც თავისუფლად შეიძლება გადავარდნა. თუ საბანაოდ შევიდა, ველოსიპედს ნაპირზე ხომ დატოვებდა? არც ველოსიპედი ჩანს. ესე იგი ველოსიპედიანად გადავარდა.

ჩვენთან სოფელში ისეთი ჩქარი მდინარე მოედინება, რომ თუ იქ გადავარდა, ვერ ვიპოვიდით. ამ ადმინისტრაციულ ერთეულში 4 შემთხვევა იყო ასეთი. სატვირთო მანქანიანად გადავარდნილა, ვერც ადამიანი და ვერც სატვირთო გვიპოვია.

ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასე იყოს, მაგრამ ველოსიპედიანი ბავშვი თუ ამ მდინარეში გადავარდა, ვერ ვიპოვიდით. ბავშვი ჭკვიანი და გავნითარებულია, მაგრამ ამდენი ხანი თავის რჩენას  და დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებდა“, – აცხადებს მურთაზ გულედანი „ფორტუნასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 13 წლის მოზარდი, ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს ველოსიპედით გავიდა და მისი კვალი სოფლის გზასთან იკარგება.

fortuna.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close