მიგრაციამსოფლიოსაზოგადოება

კანადაში ლეგალურად ცხოვრებას შეძლებენ მიგრანტები, რომლებიც კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებს უვლიდნენ

კანადა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მომვლელებს ქვეყანაში დარჩენის უფლებას მისცემს. საუბარია თავშესაფრის მაძიებლებზე, რომლებიც „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის დროს საავადმყოფოებსა და ხანდაზმულთა სახლებში დაავადებულ პაციენტებს უვლიდნენ.

როგორც კანადის ემიგრაციის მინისტრმა განაცხდა, ამ ნაბიჯით კანადა მადლობას გადაუხდის იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, რათა სხვებს დახმარებოდნენ.

პროგრამის ფარგლებში კანადაში ცხოვრების უფლებას მიიღებენ კორონავირუსიანი პაციენტების მომვლელთა ოჯახის წევრებიც, თუ მათ შესაბამისი განაცხადი 2020 წლის მარტამდე აქვს შევსებული. აღსანიშნავია, რომ კანადის ხელისუფლება ბინადრობის უვადო უფლებას მისცემს იმ მიგრანტებსაც, რომელთა განაცხადიც მანამდე უარყვეს.

როგორც კანადური მედია იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, კანადში ცხოვრების უფლებას 1000 ადამიანი მიიღებს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close