იტალიასაზოგადოება

იტალია: კოვიდინფიცირების დღიური მაჩვენებელი ისევ გაიზარდა, 4 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კოვიდინფცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო დღეების განმავლობაში იზრდება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს 15 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში COVID-19-ის 629 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 23 მაისის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანსა“ იტყობინება.

ინფიცირების ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ვენეტოში (+120), ლომბარდიასა (+94) და ემილია რომანიაში (+71).

წინა დღით, 14 მაისს ინფიცირების შემთხვევების დღიურმა ზრდამ 574 შეადგინა, რაც 28 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.

ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 253 438 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით.

გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი კი კვლავ ძალიან დაბალ დონეზე რჩება. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კოვიდ-19-ის დიაგნოზით 4 ადამიანი დაიღუპა, სულ კი ვირუსმა იტალიაში 35392 ადამიანი იმსხვერპლა. წინა დღით, 14 აგვისტოს კი 3 კოვიდპაციენტის გარდაცვალება დაფიქსირდა.

ბოლო ერთ დღეში კიდევ 314 პაციენტის გამოჯანმრთელება დადასტურდა და მთლიანობაში გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობამ 203 640-ს მიაღწია.

აქტიურ პაციენტთა რაოდენობა 14 406-მდე გაიზარდა, რაც გუშინდელთან შედარებით 157-ით მეტია. ჰოსპიტალიზებულია 749 პაციენტი კოვიდ-19-ის სიმპტომებით, 55 ინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა და ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში არიან მოთავსებულნი. დანარჩენი პაციენტები უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით სახლის პირობებში იყოფებიან თვითიზოლაციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.

ახალი ინფიცირებულებიდან ბევრია ახალგაზრდა, რომლებიც უცხოეთში დასასვენებლად იმყოფებოდნენ და ქვეყანაში დაბრუნდნენ. აგრეთვე, ბევრი ინფიცირებულია კომპაქტურად დასახლებულ დიასპორებში, აქედან გამომდინარე, იტალიის ხელისუფლებამ აკრძალა ქვეყანაში შესვლა და ტრანზიტი 16 სახელმწიფოდან, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან, ხოლო შენგენის ქვეყნებს რაც შეეხება, ხორვატიიდან, ესპანეთიდან, საბერძნეთიდან და მალტიდან იტალიაში შემსვლელებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩატარება სავალდებულო გახდა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close