fbpx
ეკონომიკაიტალია

იტალიის ხელისუფლება RYANAIR-ს ქვეყანაში ფრენის უფლების შეჩერებით დაემუქრა

იტალიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველო Enac-ი ირლანდიურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანია Ryanair-ს იტალიაში კორონავირუსის ეპიდემიის გამო დადგენილი სანიტარიული ნორმების სისტემატურ დარღვევაში ადანაშაულებს და ქვეყანაში ფრენის უფლების დროებით ჩამორთმევით ემუქრება. ამის შესახებ სააგენტო „ანსა“ წერს.

სამმართველომ უკვე გაუგზავნა გაფრთხილება კომპანიის ადმინისტრაციას, აგრეთვე, ინფორმაცია მიაწოდა ირლანდიის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოსაც.

„თუ კომპანია მომავალშიც არ შეასრულებს ეროვნული წესებით დადგენილი ვალდებულებას, სამმართველო იძულებული გახდება, შეაჩეროს მისი ყველა ავიაგადაზიდვა იტალიის ნაციონალურ აეროპორტებში და დაავალდებულოს კომპანია, უზრუნველყოს ყველა იმ მგზავრის უსაფრთხოების დაცვა, რომელსაც უკვე აქვს სამგზავრო დოკუმენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ირლანდიურ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიაში ბრალდებას უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ იტალიის მთავრობის მიერ ფრენის ორგანიზებასთან დაკავშირებით შემუშავებულ ყველა სანიტარიულ ნორმას იცავენ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close