fbpx
პოლიტიკასაზოგადოებასაბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკისი გლობალურ კონკურსში გამარჯვებულ 13 წლის ბიჭს შეხვდა

საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განსაკუთრებული შეხვედრა გამართა მაქსიმოსის სასახლეში 13 წლის დემოსთენე დესპოტიდისთან. „ძალიან მინდოდა შენი გაცნობა, შენ ჩვენს ქვეყანას საშუალება მიეცი, რომ ეამაყა“, – უთხრა პრემიერ-მინისტრმა ბიჭს.

საქმე ისაა, რომ 13 წლის მოზარდმა შესანიშნავ შედეგს მიაღწია პოეზიის საერთაშორისო კონკურსზე: დემოსთენე დესპოტიდისმა მონაწილეობა მიიღო ფონდ Never Such Innocence-ის პოეზიის გლობალურ კონკურსში ლონდონში, რომლის საფუძველია „შთაგონების ლექსი“, კატეგორიაში Bonus Strand 75 – „ბრძოლა თავისუფლებისთვის“ (11-14 წლის ასაკის მონაწილეებს შორის). მან 44 ქვეყნის 4000 კონკურსანტს შორის პირველი ადგილი დაიკავა და მთავარ პრიზს დაეუფლა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

ბიჭმა პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ მან ვერ შეძლო ჯილდოს  ადგილზე მიღება კოროვირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების გამო და ჯილდო ელექტრონული ფოსტით გამოუგზავნეს.

ნორჩმა პოეტმა უამბო მიცოტაკისს, როგორ დაიწყო ლექსების წერა რამდენიმე წლის წინ: „წავიკითხე წიგნები და შევადგინე რეფერატები. დავწერე ლექსები, რომლებიც ეყრდნობოდა ჩემს ცხოვრებისეულ მოვლენებს, მეგობრებს, ოჯახს“, – თქვა მან და დასძინა, რომ მის ზოგ ლექსს რითმა ჰქონდა, ზოგს არა: „მე ყოველთვის ვინახავდი ჩანაწერებს“, – აღნიშნა ნორჩმა პოეტმა.

რაც შეეხება მომავალ განათლებას, მან თქვა, რომ დაინტერესებულია საერთაშორისო ურთიერთობების დარგის ბაკალავრიატის კურსის  გავლით და შემდგომ სწავლას განაგრძობს დიპლომატიის განხრით. მისივე თქმით, უკვე იცის ოთხი ენა, რაც დამატებითი კვალიფიკაცია იქნება ამ მიზნის მისაღწევად.

კირიაკოს მიცოტაკისმა და 13 წლის პოეტმა ისაუბრეს მათთვის საყვარელ პოეტებზე, შემდეგ დესმოსთენემ პრემიერს გაანდო, თუ რა შთაგონებებია საჭირო ლექსის დაწერისთვის: „როდესაც იდეა მომდის, მე ვწერ მას. წინასწარ არაფერს ვგეგმავ…“

„ღრმა მზერა გაქვს და მინდა გაგამხნევო, მოგიწოდებ გააგრძელო სიხარულის გაცემა, პირველ რიგში, საკუთარი თავისათვის, შენი შინაგანი სამყაროს ფანჯრის გახსნით“, – ურჩია შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა 13 წლის მოზარდს. ბიჭმა, თავის მხრივ, პრემიერს უთხრა, რომ ისიც გამარჯვებულია, რადგან დიდი წარმატებით შეძლო საკმაოდ რთული სიტუაციების მართვა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close