მედიცინამსოფლიო

რუსეთმა ვაქცინა უკვე შექმნა და ოქტომბერში მასობრივ ვაქცინაციას იწყებს

რუსეთი კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივ ვაქცინაციას ოქტომბერში ჩაატარებს. BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მიხაილ მურაშკოს თქმით, ვაქცინას პირველად ექიმები და მასწავლებლები მიიღებენ.

„როიტერსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პირველ პოტენციურ ვაქცინას მიმდინარე თვეში დაამტკიცებენ.

ექსპერტების ნაწილს რუსეთის ჩქარი ტემპი აშფოთებს. აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ენტონი ფაუჩიმ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი ვაქცინაციის დაწყებამდე მის ტესტირებას ჩაატარებენ.

ფაუჩიმ, აქვე, აღნიშნა, რომ აშშ-ს უსაფრთხო და ეფექტიანი ვაქცინა წლის ბოლოსთვის უნდა ჰქონდეს მზად.

ამჟამად მსოფლიო მასშტაბით არაერთი ვაქცინის შემუშავება მიმდინარეობს, მათგან 20 კლინიკურ ცდას გადის.

მურაშკოს ინფორმაციით, მოსკოვში მდებარე გამალეიას კვლევითმა ცენტრმა ვაქცინის კლინიკური ცდა უკვე დაასრულა.

გასულ თვეში რუსმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კვლევით ცენტრში დამზადებული ვაქცინის შექმნა დასრულდა და შედეგები წარმატებული აღმოჩნდა.

ამასთან, რამდენიმე კვირის წინ დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და კანადის უსაფრთხოების სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსული ჰაკერული დაჯგუფებები თავს დაესხნენ სხვადასხვა ორგანიზაციას, რომლებიც კოვიდ-19-ის ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ. მათი ვარაუდით, ჰაკერებმა ინფორმაცია მოიპარეს.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close