იტალიასაზოგადოება

გენუაში ახალი ხიდის გახსნისას ცაზე ცისარტყელა გამოისახა – ვიდეო

გენუაში 2 წლის წინათ ჩამონგრეული ხიდის ადგილას ახალი, სან ჯორჯოს ხიდის გახსნა იტალიის ნაციონალური ჰიმნის ფონზე დაიწყო, რესპუბლიკის პრეზიდენტის, სერჯო მატარელასა და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მონაწილეობით. 

მანამდე მატარელა ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახების კომიტეტს პრეფექტურაში შეხვდა. მსხვერპლთა ოჯახის წევრები ცერემონიაზე მიიწვიეს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს, რადგან ღონისძიება მეტისმეტად საზეიმოდ მიიჩნიეს. როგორც კი ამის შესახებ მატარელასთვის გახდა ცნობილი, მან კომიტეტის წევრებთან შეხვედრა მოინდომა. კომიტეტი დათანხმდა, რომ ხიდის გახსნის დროს დაღუპულთა სახელები გამოეცხადებინათ.

პრეზიდენტის განცხადებით,  ამ შეხვედრით საჯაროდ უნდოდა ხაზი გაესვა, რომ ჭრილობა არ მორჩენილა, ტკივილი დავიწყებული არ არის და სოლიდარობის გრძნობა ძლიერია.

აღსანიშნავია, რომ ხიდის გახსნის ცერემონიის დროს ცაზე ცისარტყელა გამოისახა.

პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გენუის ახალი ხიდის გახსნაზე, 3 აგვისტო, 2020. ფოტო:  ANSA/FERMO IMMAGINE RAIUNO

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close