ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 3-9 აგვისტო

3 აგვისტოს სავსე მთვარის პერიოდია. ამ სავსე მთვარის დროს იზრდება ურთიერთობების გაწყვეტის რისკი. იმ წყვილებს, რომელთა ურთიერთობებშიც დიდი ხანია ყველაფერი რიგზე არ არის, საფრთხე ემუქრებათ. თუ თქვენს მეორე ნახევართან ერთად მათ რიცხვს მიეკუთვნებით, დაფიქრდით: ღირს კი ხელი შეუშალოთ ვარსკვლავებს, თუ უმჯობესია დროულად დაშორდეთ ერთმანეთს?  

4-იდან 9 აგვისტოს ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანია გადაბარგება ახალ საცხოვრებელ ადგილას.. ნივთების სიმრავლე არანაირად არ შეგაწუხებთ, გადამზიდავების მეტი რა არის. არავითარი ნერვიულობა და თავის ტკივილი, პირიქით, გარემოს გამოცვლა კარგად იმოქმედებს!

 

ვერძი

ახლა სურვილი გექნებათ, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. სთხოვეთ საყვარელ ადამიანებს, რომ ამ დღეებში უფრო მეტად ლოიალურები იყვნენ თქვენდამი. სამსახურში წარმატება გელით, ძალიან წარ მატებული დღეებია. მაგრამ ხელმძღვანელობის მხრიდან ქება-დიდებას არ ელოდოთ. ახლა ეს ყველაფერი „დარეზერვდება“. თქვენს ძალისხმევას ცოტა მოგვიანებით შეამჩნევენ.

სასიკეთო დღეები: 6, 7.

არასასიკეთო დღე: 9.

 

კურო

ცნობისმოყვარეობა ახლა კარგ სამსახურს გაგიწევთ. თუ არ გსურთ, რაიმე გამოგრჩეთ, მაშინ ყველაფრით დაინტერესდით. როგორც სახლში, ისე სამსახურში, ძალა დაგჭირდებათ. ნუ დახარჯავთ მას ფუჭად. დროის უკმარისობა სტრესულ სიტუაციაში ჩაგაგდებთ, ამიტომ უმჯობესი, გააუქმოთ ზოგიერთი უმნიშვნელო შეხვედრა, რომლებიც შეიძლება სხვა დროისთვის დაგეგმოთ.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ტყუპი

ამ პერიოდის განმავლობაში შეგიძლიათ ნებისმიერი სერიოზული საქმის დაწყება, შედეგზე ნერვიულობის გარეშე. შედეგები შესანიშნავი იქნება! ფულის დახარჯვა ჯერ არ ღირს. უმჯობესია გახსნათ ცალკე ანგარიში ბანკში და მუდმივად შეავსოთ. ფრთხილად იყავით: ადვილი შესაძლებელია სამსახურში გაიგოთ, რომ თქვენს შესახებ ჭორები ვრცელდება.

სასიკეთო დღეები: 3, 8.

არასასიკეთო დღე: 5.

 

კირჩხიბი

სახლში კონფლიქტის გამო შეიძლება თავი ცუდად იგრძნოთ. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ ჩხუბი და კამათი. ნებისმიერი საქმის დაწყება ახლა უშედეგოდ დასრულდება. ასე რომ, თუ ამ კვირაში რაიმე გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია გააუქმოთ. შაბათ-კვირას შეეცადეთ არ იმუშაოთ და კარგად დაისვენოთ.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 3.

 

ლომი

თქვენი ცვალებადი განწყობა ბევრს ჩიხურ სიტუაციას შეუქმნის. თუ ემოციების შეკავება არ შეგიძლიათ, უმჯობესია მარტო დარჩეთ. უკვე კვირის ბოლოს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ სახლში რაღაც შეცვალოთ. ჰოდა, შეცვალეთ! ეს პერიოდი ბევრ ახალ ნაცნობობას გპირდებათ. ისინი თქვენთვის სასარგებლო იქნება.

სასიკეთო დღეები: 6, 7.

არასასიკეთო დღე: 4.

 

ქალწული

თუკი ახლა პრობლემების წინაშე დადგებით, უმჯობესია მათ შესახებ არავის მოუყვეთ. დახმარებით არ დაგეხმარებიან, ხელშეშლას კი შეიძლება შეეცადონ. პირად ურთიერთობებში სიმშვიდე დაისადგურებს. ვარსკვლავები გირჩევენ იფიქროთ იმაზე, თუ რა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში.

სასიკეთო დღეები: 5, 9.

არასასიკეთო დღე: 3.

 

სასწორი

სავარაუდოდ, რომანტიკული ურთიერთობა გელით. მთავარია დიდი იმედი არ გქონდეთ, რადგან სერიოზული ურთიერთობა არ გამოვა. უმჯობესია თვითგანათლებით დაკავდეთ: ცუდი არ იქნება ამ დღეებში რაიმე ახალის შესწავლა და გაცნობიერება. ძალიან ხელსაყრელი დროა მათთვის, ვინც დაფეხმძიმებას გეგმავს.

სასიკეთო დღეები: 6, 8.

არასასიკეთო დღე: 4.

 

მორიელი

უამრავი შეხვედრა გელით – სასიამოვნოც და არც ისე სასიამოვნოც. ადამიანები, რომლებიც უარყოფით ემოციებს იწვევენ თქვენში, ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან. 4- 8 აგვისტოს განმავლობაში შეიძლება არნახული დაღლილობა იგრძნოთ. გაუფრთხილდით საკუთარ თავს და უარი თქვით ფიზიკურ დატვირთვაზე.

სასიკეთო დღეები: 4, 8.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მშვილდოსანი

დროა თქვენი ორგანიზატორული უნარები გამოავლინოთ. თუ სათანადო სიმაღლეზე იქნებით, შეიძლება სამსახურში დაწინაურებას და პრემიას ელოდოთ. საერთოდ, ფულთან დაკავშირებით ახლა ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ასე რომ, შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ნივთები შეიძინოთ. აი სიყვარულში კი ახლა არ გაგიმართლებთ – მზად იყავით ამისთვის.

სასიკეთო დღეები: 7, 8.

არასასიკეთო დღე: 6.

 

თხის რქა

თავდაჯერებულობა ახლა ნამდვილად არ მოგჭარბდებათ, მაგრამ გამოიყენეთ ის გონივრულად! სამსახურში შეიძლება დამატებითი მოვალეობები შემოგთავაზონ. არ დათანხმდეთ, თუ ხელფასი არ გაკმაყოფილებთ! შეეცადეთ შაბათ-კვირა სასარგებლოდ გაატაროთ, მოაგვარეთ დაგროვილი საქმეები.

სასიკეთო დღეები: 7, 9.

არასასიკეთო დღე: 5.

 

მერწყული

დიდი ალბათობით, ფინანსური ზარალი გელით. მთავარია, ძალიან არ ინერვიულოთ და თავიდან დაიწყოთ დაზოგვა. სირთულეები შეგექმნებათ ნათესავებთან ურთიერთობაში. სავარაუდოდ, ჩხუბისა და უთანხმოების გარეშე ვერ გადარჩებით. სიტუაცია დაიძაბება. მხოლოდ ბავშვები გაგახარებენ წარმატებებით და გულწრფელი სიყვარულით.

სასიკეთო დღეები: 3, 7.

არასასიკეთო დღე: 9.

 

თევზები

თუ თქვენ ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა გქონდათ, ახლა ამის შესახებ დაივიწყებთ. ბოლოს და ბოლოს, თავს კარგად იგრძნობთ! ახლობლებთან ურთიერთობისთვის დრო საერთოდ აღარ გექნებათ. ამის გამო შეიძლება უთანხმოება წარმოიშვას. შეეცადეთ განტვირთოთ თქვენი მინიმუმ შაბათ-კვირისთვის მაინც.

სასიკეთო დღეები: 4, 5.

არასასიკეთო დღე: 8.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close