კრიმინალისაქართველო

მოდელირებული სექსი რუსთავში – დაკავებულია თაღლითი ცოლ-ქმარი

რუსთავში დააკავეს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, რომლებმაც თაღლითური სქემის საშუალებით მამაკაცს თანხა გამოსძალეს.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით ქალმა საკუთარ უფროსთან რომანი გააბა.

სექსუალური ურთიერთობის დამყარების მიზნით ქალი იაღლუჯის ფერდობზე უფროსთან ერთად მისივე ავტომობილით ავიდა.

რამდენიმე წუთში ადგილზე მივიდა ქალის ქმარი და შიშველ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, პარტნიორთან, საკუთარ ცოლთან ერთად, მობილურით ვიდეოზე აღბეჭდა.

ქმარი აღნიშნული ფაქტით ვითომდა გაბრაზდა, რის შემდეგაც სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ცოლის უფროსს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ვიდეომასალას წყვილი შანტაჟისთვის იყენებდა.

„ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, პირველ ეტაპზე რუსთაველმა ცოლ-ქმარმა მამაკაცს 15 000 დოლარი გამოსძალა.

დაზარალებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიციისთვის მიმართვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცოლ-ქმარმა მას იმავე ოდენობის თანხა მეორედ მოსთხოვა.

სამართალდამცავებისთვის მიმართვის შემდეგ რუსთავის პოლიციამ ცოლ-ქმარი მალევე დააკავა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close