მოგზაურობაnewsსაქართველო

ევროკავშირის განახლებულ სიაში საქართველო მოგზაურობისთვის კვლავ უსაფრთხო ქვეყნად რჩება

ევროკავშირმა მოგზაურობისთვის უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა. ახალი სიიდან ამოღებულია ალჟირი.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების სიაში რჩებიან: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილია ჩინეთიც, თუმცა ჩინეთთან მიმოსვლა ევროკავშირში მხოლოდ მას შემდეგ განახლდება, რაც საზღვრების გახსნის გადაწყვეტილებას ჩინეთიც მიიღებს.

ევროკავშირის მიერ უსაფრთხოდ აღიარებული ქვეყნები სამ ძირითად კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში 100 000 ადამიანზე კოვიდ-19-ის შემთხვევების საშუალო რიცხვი ევროკავშირის მაჩვენებელზე დაბალი უნდა იყოს, ასევე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია უნდა აღინიშნებოდეს.

​ამასთან, უნდა იყოს გათვალისწინებული ქვეყანაში ტესტირებების, კონტაქტების მოძიებისა და მკურნალობის პრაქტიკები.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close