იტალიასაზოგადოება
სიცხე იტალიაში: ზოგან ტემპერატურა +40 გრადუსს გადააჭარბებს
უახლოეს დღეებში იტალიის ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსს გადააჭარბებს (ცელსიუსის სკალით). ამის შესახებ იტალიის მეტეოროლოგიური სამსახურები იუწყებიან.
სარდინიაზე ტემპერატურა +43 გრადუსს მიაღწევს, +40 იქნება ფლორენციაში; რომში, მილანში, ტურინსა და ზოგიერთ სხვა ქალაქში მიმდინარე კვირაში, 2 აგვისტომდე, აგრეთვე, დიდი სიცხეა მოსალოდნელი – დაახლოებით +38 გრადუსამდე.
ტემპერატურის მატებას დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასები განაპირობებს.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა იტალიაში 4-5 აგვისტოდან დაიკლებს.
მსგავს თემაზე: 6 რჩევა – როგორ გავუმკლავდეთ პაპანაქება სიცხეს
კომენტარები